04 იან 2018 16:25 1161

რას ამბობს სიგარეტიანი 3 წლის ბავშვის დედა?

სოციალურ ქსელში 3 წლის ბავშვის ვიდეოს გავრცელების შემდეგ, სადაც არასრულწლოვანი სიგარეტს ეწევა, პირველ კომენტარს აკეთებს ბავშვის დედა. „კურიერთან“ საუბრისას სალომე საგინაძე აცხადებს, რომ არ იცოდა, თუ ამით მისი შვილის უფლებები ირღვეოდა. მცირეწლოვნის მშობელი პირობას დებს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.

 

იმ შემთხვევაში თუ უფლებადამცველები არასრულწლოვნის ოჯახიდან განრიდებას მოითხოვენ, ისინი სოციალურ მუშაკს შვილს არ გაატანენ.

„არაფერი არ ვიცოდით საერთოდ და თუ ამხელა აჟიოტაჟი მოჰყვებოდა ამას, ნამდვილად არ ვიცოდით. არა, ეგ მეორეჯერ აღარ მოხდება. ბოლო და უკანასკნელად იქნება ეგ. ჩემი შვილი იმ დონეზე მიყვარს, რომ ერთი წამიც არ შემიძლია უიმისოდ, რა. არავინ არ დავინახო კიდევ ჩემთან მოსული იმის სათქმელად, რომ უნდა წავიყვანოთ და რაღაცა... გავგიჟდები. ერთი წუთით არ შემიძლია უიმისოდ,“-განაცხადა ბავშვის დედამ სალომე საგინაძემ.