08 იან 2018 16:08 5925

სკანდალი - „ფოთის მერთან კაბინეტში მიაქვს „ძღვენი“... კვირაში ერთხელ მაინც "პერედოზირებიდან" ნარკანით ყავთ გამოსაყვანი“

 
ფოთის მერის აწ უკვე ყოფილი მრჩეველი შორენა მირცხულავა სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს:
„პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში ნარკოტიკების პრობლემას შეეხო! 
სანდრო ბრეგაძემ ამ დღეებში პრეზიდენტის გარემოცვაზე სკანდალური სტატია გამოაქვეყნა, თან განაცხადა "გაბედოს და მიჩივლოს!"_ო
ზუსტად ასეა ფოთის ახალი მერის გოჩა კურდღელიას გარემოცვაშიც! თუ რაიმე არ მოსწონს ჩემი ნაწერებიდან, მერიის შენობაში თავის ფხანით სირბილს და ყვირილს: "საიდან გაოგოო" იქნებ ჯობდეს გაბედოს და მიჩივლოს!  პირადად მასთანაც მერის კაბინეტში მიაქვს ძღვენი მის ერთერთ ძმაკაცს, ახლად დანიშნულ ხელმძღვანელ პირს და ქვევიდან ახარებს აივანზე გამოსულ მერს "ტკბილი მოგიტანეო". ეს ის ხელმძღვანელი პირია, რომელიც ამ ბოლო დროს ისე "გაღორდა: კვირაში ერთხელ მაინც "პერედოზირებიდან" ნარკანით ყავთ გამოსაყვანი. თავად მერი კურდღელია მოვალეობის შესრულებიდან უცებვე თურქეთში წავიდა „ბივლეტინის" მომიზეზებით (შესაბამისი დოკუმენტი არ წარმოუდგენია არც ჩამოსვლის შემდეგ) და სტამბულის ერთერთ სასტუმროში "ჩალპა", ჩაძღა და საგზლადაც წამოიღო. არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე მეტადონის პროგრამასაც მიმართა და რატომ გამოისტუმრეს ამაზეც რო მიჩივლებს მერე წარმოადგინოს მტკიცებულებები. ასევე მისი ოჯახის ერთერთი წევრისთვის მეტადონი "დესერტად" სახლში მირთმევითაა ოფიციალურად!
მერიის ოფიციალური გვერდით რომ გვამცნობენ გულსატკენია არაკეთილმოსურნე ადამიანები კიდევ არის ფოთშიო, საინტერესოა ვის გულისხმობთ, იდენტიფიცირება მოგიხდენიათ უკვე?!  იქნებ ეს ვანდალური ფაქტი ახალ შექმნილი "მონსტრი" აიპის "ფოთის მერიის სერვისების ცენტრის" უფროსად დანიშნულმა ოფიციალურმა ნარკომანმა "ნევსასტაიანიე" მდგომარეობაში თავად დაარბია, რადგან პარკების მოვლა, დასუფთავება პატრონობა "ეგრეხა" ბიჭს! 
P.S. პირველ ფოტოზე, ნარკომანების მიერ ფოთელი სოცდაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის გამეტებული საახალწლო საჩუქარი: 3 ცალი ხურმის ჩირი, 2 ცალი პატარა ჩურჩხელა, გოზინაყის ასკოლკა, ერთი ტყლაპი და ერთიც ეტიკეტშემოხეული (ალბათ ბევრილის ვადაგაზული) შოკოლადის ფილა.
 
„ალია“ შეეცადა გაერკვია, მერის მხრიდან იყო თუ არა პირადი შურიძიება მირხცულავას შტატის გაუქმება, თუმცა, შორენა ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს
ლაურა აბრამია
Фото შორენა მირცხულავა.
Фото შორენა მირცხულავა.
Фото შორენა მირცხულავა.