09 იან 2018 23:55 4596

,,ერთ გამგებელს ახლახან ქალიშვილი გარდაეცვალა ნარკოტიკით”

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ერთ ერთი რაიონის გამგებელს ახლახანს  ანგელოზივით ქალიშვილი გარდაეცვალა ნარკოტიკების მოხმარების გამო  (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ).  არ გეშინიათ ძვირფასო პარლამენტარებო და მთავრობის წევრებო ნარკოტიკების დეკრიმინალიცაზიის მხარდაჭერის გამო,  ეს უბედურება თქვენი ოჯახის კარებსაც რომ შემოაღებს...

ადრე თუ  იარაღით ხოცავდნენ ჩვენ ახალგაზრდებს ომებში, ახლა მტერი  ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის დაკანონების ლობირებით, უსისხლოდ ომის გარეშე ანადგურებს ქართველ ერს.  მინდა მოვესწრე იმ დღეს როცა იმ პარლამენტარებს და მთავრობის წევრებს რომლებიც ლობირებენ საქართველოში სიკვდილის დაკანონებას ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს. შემოსულია მილიონობით დოლარი რომელიც უკვე აითვისეს თანამედროვე ორჯონიკიძეებმა.”