10 იან 2018 20:47 4784

,,უხსენებელო შემარცხვენელო ერის, გვარის, მოღალატე ,,სპეცნაზელო,, მიყევი თემირლანს!!!”

ფეისბუქმომხმარებელი ნინო სამუშია სოციალურ ქსელში წერს:

,,შესისხხორცებულო, ძმადნაფიცო ქისტო ერო ჩვენო,

ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, 

საყვარელი თემირლანის წინაშე.

მისი ოჯახის წინაშე!  

მტკივა და გული მეწვის თქვენსავით!!!

სიტყვები უძლურია ამ ტკივილის გამოსახატად... 

 

19 წლის ბიჭს თამირლან მაჩალიკაშვილს მწოლიარეს, ტელეფონით ხელში,  თავში საკონტროლო ტყვია ესროლა საქარველოს მოღალატე, შეგზავნილმა ქილერმა ე.წ. ,,სპეცნაზელმა,, თორემ სხვა ამას არ იკადრებდა! :(((( 

 

უხსენებელო შემარცხვენელო ერის, გვარის, მოღალატე  ,,სპეცნაზელო,, მიყევი თემირლანს!!!

 

ჩემო ბრძენო, გამტანო, მრავალ - ცილ - დაწამებულო, ტანჯულო და გადაშენების გზაზე დაყენებულო, კაცობრიობის მოღალატე მავანთა მიერ, ქისტო ერო,

გეხვეწებით უხმეთ თქვენს კეთილგონიერებას, თქვენს ჰუმანიზმს, თქვენს მისაბაძ კაცთმოყვარეობას და უკვდავი თემირლანის ხსოვნის გულისთვის, არ ჩამოაგდოთ შუღლი ჩვენს შორის! ეს ხომ უჯიშო, ურწმუნო ქილერი ე.წ. ,,სპეცნაზელის,, ნამოქმედარია და არა ქართველის!

თემირლანის სახელი იყოს ჩვენი შედუღაბების, ფიცის სიმბოლო აწ და მარადის და ამით მავანს გაუხეთქოთ გული!!!

 

საზიზღარო მთავრობავ:

- ყველა ვინც ხართ მილიონერი 

- თითოეულო პარლამენტარო,

- თითოეულო მინისტრო და განსაკუთრებით სიკვდილის მინისტრო სერგეენკო, 

ვინმაც არ დადეთ თანხა თემირლანის გადასაყვანად უცხოეთის კლინიკაში, ატყუებდით და ამისთვის არაფერი მოიმოქმედეთ, ღმერთი მოგკითხავთ ამ ანგელოზის სიცოცხლის საზღაურს!!!

 

თემირლან,  ამ შეშლილ მსოფლიოში ცხოვრებას აგარიდა ღმერთმა და თავისთან ახლოს წაგიყვანა...

ღმერთს ებარებოდე ანგელოზო...”