12 იან 2018 18:04 902

„ნაცემი მეძუძური დედა, შვილთან ერთად დილიდან ზის ვაკე-საბურთალოს პირველ განყოფილებაში“

ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს დილიდან ნაცემი უკრაინელი ქალი, მეძუძური დედა, შვილთან ერთად ზის ვაკე-საბურთალოს პირველ განყოფილებაში - ითხოვს შემაკავებელი ორდერის გამოცემას. (ახალ წალმდეც სცემა ქმარმა და მაშინ მხოლოდ "გააფრთხილა" პოლიციამ მოძალადე). გვირეკავს ეს ქალი ნაშუადღევს და გვეუბნება, დილიდან აქ ვარ, საჭმელი დღეს არ მიჭამიაო, (ფონად ჩვილის გაბმული ტირილიც გვესმის). იქნებ მალე გამიშვანო, ვრეკავთ გენისპექციაში. გადის კიდე რამდენიმე საათი. რეკავს ისევ ეს ქალი, გული წამივა, ისე ცუდად ვარო, ან გამიშვან, ან ორდერი მომცენ და რამე მიშველეთო. კიდევ ვრეკავთ გენ.ინსპექციაში. კიდე გადის დრო და ახლა აქეთაც დაგვირეკეს გენ.ინსპექციიდან გონორით, რომ თარჯიმანი არ მოსულა და იმიტომ ჰყავს პოლიციას ეს ქალი აქამდე განყოფილებაშიო. ვუხსნთ, რომ გული რომ წაუვა ახლა იმ ქალს და გაიშხლართება განყოფილებაში, ზუსტადაც რომ პოლიციის ბრალი იქნება. მაშინ უთხარით, რომ შინ წავიდესო. ჩვენ როგორ უნდა ვუთხრათ ეგ, თუ საშუალება არის, რომ შინ გაუშვათ და თარჯიმნის მოსვლის მერე თავიდან დაიბაროთ, პოლიციამ აუხსნას ეს და გაუშვით თქო. ძალიან გრძელი და დაძაბული საუბარი იყო გენ.ინსპექციასთანაც, რომელიც პოლიციის ქმედებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს. ამასობაში ქალი ცუდად გახდა და სასწრაფო გამოიძახა... უკვე 4:30 საათია.
აი, ასეა, პოლიციაში მიხვალ და შეიძლება მთელი დღე გაყურყუტონ იქ გულის წასვლამდე მშიერ-მწყურვალი და ატირებული ჩვილით, და პრობლემას ამაში საერთოდ ვერ ხედავდნენ ვერც პოლიცია და ვერც გენ.ინსპექცია.“