12 იან 2018 23:25 2062

„ბატონი ჯაბა დღეს პანთეონშია... მის თაყვანისმცემლებს ვარსკვლავები აქვთ გახსნილი, მკვდრების სახელები ქუჩებს ჰქვიათ, ცოცხლებს კი - ბიძინე აფინანსებთ“

 

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

„გარეთ 20-- წელია. ხალხი ამართლებს და მხარს უჭერს ქურდებს, ტერორისტებს - რეალურსა თუ პოტენციურს, ხაზინის ქურდებს და მექრთამეებს. გულშემატკივრობს ყაჩაღებს, ცოლების მკვლელებს, ნარკომანებს.

ჰოდა, ახლა წარმოიდგინეთ 1991 წელი, თბილიშიშ შაჟოგადოება გულშემატკივრობს ოპერის ბაღში მოშიმშილე მხედრიონელებს, ხოლო ერთი წლის შემდეგ ბატონი ჯაბა ამბობს - რა ქნან ბიჭებმა რო მოშივდებათ, წავიდნენ და წაართვან სხვას, მარლბოროს რომ ეწევიანო. ჩანაწერიც არსებობს, ნუ მაძებნინებთ. ამის გამოც მოსწონდათ, რომანტიკულობასა და რაინდობაში უთვლიდნენ.

ჰო, ბატონი ჯაბა დღეს პანთეონშია. მის თაყვანისმცემლებს დღეს ვარსკვლავები აქვთ გახსნილი, მკვდრების სახელები ქუჩებს ჰქვიათ, ცოცხლებს კი - ბიძინე აფინანსებთ და ამას აქეთ, დამსახურებაში გითვლით.

აი, ეს ხალხი ხართ თქვენ.“