08 თებ 2018 13:26 116766

„გერმანია ქართველებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს“

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე წერს, რომ გერმანული მხარე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმების მოთხოვნაზე საუბრობს:

„უვიზო რეჟიმის გაუქმებას ქართველებისთის ითხოვს
ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია (მიწა, რეგიონი გერმანიაში). შესაბამისი მოთხოვნით რეგიონის მთავრობამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიმართა.
როგორც ადგილობრივ მთავრობაში აცხადებენ, ქართველებისთვის უვიზო რეჟმის ამოქმედების შემდეგ, რეგიონში კრიმინოგენური ვითარება კატასტროფულად გაუარესდა, რასთანაც გამკლავება შეუძლებელია, შესაბამისად, ყველაზე კარგი გამოსავალი ამ ქვეყნის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტაა.
რეგიონის მცხოვრებლები კი თავის მხრივ, ყვებიან, რომ ღამეებს ათენებენ, და თუ ეძინებათ კოშმარები ესიზმრებათ, უკვე რამდენიმე თვეა ბუნდესრეგიონში ცხოვრება საშინელებად გადაიქცა, დააყაჩაღეს და გაქურდეს ათობით სახლი თუ მაღაზია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ადრე მშვიდად და თავისუფლად ცხოვრობდნენ, ახლა კი ეს თავისუფლება წართმეული აქვთ. "