13 თებ 2018 14:17 444

ბაღის აღმზრდელს ბავშვის ცივ ოთახში ჩაკეტვაში ადანაშაულებენ

გორში ბაღის აღმზრდელს, ცივ ოთახში, დასჯის მიზნით ჩაკეტვაში ადანაშაულებენ. 


აღნიშნულთან დაკავშირებით ბავშვის მშობელმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ბაგა-ბაღის პედაგოგი უმოქმედო, საძილე ოთახში, რომ ბავშვს სასჯელის მიზნით დაამწყვდევს რა ეკუთვნის? ეგ პედაგოგია? არ ვაპატიებ, ნევროზი თუ აქვთ ქარხანაში იმუშაონ, ბავშვებთან კი არა.“-წერს ბავშვის მშობელი. 

მშობლის პრეტენზიებს მეცამეტე ბაგა-ბაღის ადმინისტრაციაში არ იზიარებენ, როგორც დირექტორი განმარტავს, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ნიუპოსტი