13 თებ 2018 14:22 640

გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.  ამის შესახებ მისი პირადი ფეისბუქ-გვერდის საშუალებით გახდა ცნობილი:

„მოგესალმებით ყველას.

გვინდა გაცნობოთ რომ ბოლო დროს გიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. ის ამჟამად იმყოფება სავადმყოფოში და მთელი ძალით იბრძვის სიცოცხლისათვის. ის შემორტყმულია მისი ოჯახის წევრებით და თითეულ მის გულშემატკივარს გადმოქცემთ უღრმეს მადლობას. თქვენი თანადგომა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამამხვნევებელი, და რაც მთავარია უზომო ენერგიის მიმცემი.“