13 თებ 2018 16:46 618

„დაქირავებული მკვლელი რომ იყოს, გარეთ გამოვიდოდა და შორიდანაც ესროდა“

დოდო გუგეშაშვილის მეგობარებს ეჭვი ეპარებათ, რომ გუგეშაშვილსა და მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა. მისი მეგობარი დავით მუხიგული ამბობს, რომ არ იცის ვინ შეიძლება იყოს მკვლელი და ასევე უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი შურისძიებას ან ბიზნესს. 
„დაქირავებული მკვლელი რომ იყოს, გარეთ გამოვიდოდა და შორიდანაც ესროდა. არ ვიცი რა მოხდება ხვალ და ზეგ, დოდოს ჯანმრთელობას რა მოუვა. ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, რა ბიზნესი? ფული რომ ჰქონოდა ბინაც ექნებოდა, სახლიც და კარიც“, - განაცხადა დავით მუხიგულმა. დოდო გუგეშაშვილმა შვილის ამბავი ამდრომდე არ იცის და მეგობრების თქმით, მას შვილის მკვლელობის ამბავს ხვალ, სასულიერო პირთან ერთად ეტყვიან.