13 თებ 2018 20:41 404

„დოდოს ხვალ შვილის პანაშვიდზე რეანომობილით მივიყვანთ"

დოდო გუგეშაშვილის მეგობარ ირაკლი შიხიაშვილის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მათ გადაწყვიტეს რომ შვილის სიკვდილის შესახებ ხვალ უთხრან.

„დღეს ვაპირებდით დოდოსთვის გვეთქვა საშინელი სინამდვილე, რაც ყველა შემთხვევაში სათქმელია. მაგრამ ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, გადავწყვიტეთ ხვალ ვუთხრათ. ბუნებრივია, ხვალ ის მოინდომებს საავადმყოფოდან გამოსვლას, რათა შვილის ცხედარი ნახოს ხვალ, დაახლოებით 15-დან 17:00 საათამდე გადავიყვანთ, რეანომობილით ძმის სახლში" - განაცხადა შიხიაშვილმა.

მისივე თქმით, რეანომობილით დოდო გუგეშაშვილს თან გაყვება ექიმი და ექთანი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მაქსიმალური უსაფრთხოება.