18 თებ 2018 01:53 42342

„ამ „'ექოსკოპისტებს'' მოვუწოდებ შეწყვიტონ პაციენტების მოტყუება, ეს აუცილებლად პრობლემად ექცევათ!“

დავით კოდუას კლინიკის გასტროენტეროლოგ-ენდოსკოპისტი მონიკა შეროზია სოციალურ ქსელში წერს:

„არ იცრუოთ ბატონებო არც ერთ სფეროში და განსაკუთრებით მედიცინაში! სწრაფად გამდიდრების მოტივით სასაცილოდ ნუ გაიხდით თავს!!!

ბევრი ვიფიქრე სტატუსის გამოქვეყნების კორექტულობასთან და ამ კონკრეტულ შემთხვევაში კოლეგების გარკვეული "იარლიყებით შემკობასთან" დაკავშირებით,მაგრამ ეს ის შემთხვევაა,რომელიც მოითხოვს აუცილებელ გასაჯაროებას და პაციენტების ინტერესების 
დაცვას,ვინიდან პაციენტი ყოველთვის არ არის ინფორმირებული რა სახის უტყუარი კვლევა ესაჭიროება ,ამიტომ ენდობა ექიმს და მას მიმართავს.! 
მოკლედ ,პირველად სამი წლის წინ ჩემთან მოხვდა პაციენტი,რომელსაც ესაჭიროებოდა ენდოსკოპიური კვლევა,კერძოდ გასტროსკოპია.მან მოისმინა ყველა ჩემი რეკომენდაცია და ირონიანარევი ტონით მიპასუხა--: "თქვენ კიდევ აყლაპებთ შლანგს? ეტყობა არ იცით ახალი მეთოდის შესახებო" ) და მომაწოდა ულტრაბგერითი კვლევით დადგენილი "უტყუარი დიაგნოზი",სადაც აღწერილი იყო კუჭის პოლიპოზიდან დაწყებული,მსხვილი ნაწლავის დივერტიკულიტით და ე.წ. "ბუასილით" დამთავრებული ! ჩემი, რბილად რომ ვთქვათ,აღშფოთების შემდგომ პაციენტმა თავად მთხოვა გამერკვია ჰქონდა თუ არა პოლიპოზი. ჩაუტარდა ენდოსკოპიური კვლევა,სადაც დიაგნოსტირებული იყო თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება! ეს კონკრეტული პაციენტი იყო უმწეო,დევნილი სამაჩაბლოდან ,რომელსაც ტყუილში და "კომფორტულ ,არაჩასაყლაპ "კვლევაში 150 ლარი გადაახდევინეს და კიდევ სთავაზობდნენ მკურნალობას,ალბათ პოლიპოზს უმკურნალებდნენ "დაჟინებული მზერით" ) სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს!!! სამწუხაროდ,სამი წლის შემდგომაც არაფერი შეცვლილა,გარდა იმისა,რომ მომრავლდნენ ''ექოსკოპისტები'' რომელნიც ''აბოლებენ'' პაციენტებს ,რომ ღრუ ორგანოებს ხედავენ ყოველგვარი ენდოსკოპიური კვლევის გარეშე,უფრო მეტსაც გეტყვით,შეიჭრნენ მიკრობიოლოგიის სფეროში და დიაგნოზში წერენ '' წვრილი ნაწლავის დისბიოზისთვის დამახასიათებელი ულტრაბგერითი სურათი '' )))) 09.02 18 ში პაციენტი გ.ნ 44 წლის 13.02 18 პაციენტი ბ.ნ 56 წლის მოხვდნენ ჩემთან და მათ დაესვათ შესაბამისი ენდოსკოპიური დიაგნოზები. დოკუმენტურად ვაგროვებ ყველა ჩემთან მოხვედრილი პაციენტის კვლევას!!! ამ ე.წ.''ექოსკოპისტებს'' მოვუწოდებ შეწყვიტონ პაციენტების მოტყუება,წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აუცილებლად პრობლემად ექცევათ ! 
არ ავნო- ეგ ტერმინი იმდენად ორგანულია ექიმისათვის რომ თვით ჰიპოკრატეც ვერ წარმოიდგენდა,რომ არ იცრუო-ც აქტუალური გახდებოდა ოდესმე! არ იცრუოთ ბატონებო არც ერთ სფეროში და განსაკუთრებით მედიცინაში! სწრაფად გამდიდრების მოტივით სასაცილოდ ნუ გაიხდით თავს!!!

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და უმნიშვნელო სამედიცინო პრობლემის შემთხვევაშიც კი ,კომპეტენტურ პასუხს “