14 ივნ 2017 19:40 62115

„როსტომაშვილი არამარტო იუმორისტია, არამედ არის საშინელი მევახშე, რომელიც ხალხს ამწარებს!“ - რა სკანდალურ ამბებს უყვება `ალიას“ უფლებადამცველი?

უფლებაფამცველი ნიკა მემანიშვილი `ფეისბუქზე~ წერს: ერთ ერთ იუმორისტს თავს დაესხნენოო.არადა მევახშეა გაქანებული ასი ოჯახი ჰყავს გამწარებული..~

გულისხმობს თუ არა იუმორისტ დავით როსტომაშვილს და რა ინფორმაციები აქვს? `ალია~ ნიკა მემანიშვილს დაუკავშირდა:

`ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან გვაქვს ურთიერთობა, ვინც მაგ საკითხზე მუშაობს და მევახშეების სიებია ჩამოწერილი, ვისაც ათობით და ასობით ბინები აქვს გადაფორმებული მოსახლეობისგან. იმ სიაში ძალიან მოწინავე ადგილზე ბრძანდება დავით როსტომაშვილი, როგორც მაგალითად, დავით საგანელიძე (რომელზეც `ალიას~ ბევრჯერ დაუწერია) და კიდევ არაერთი! ეს ნაძირალა, ოდიოზური ხალხი, ესენი! როსტომაშვილი არამარტო იუმორისტია, არამედ არის საშინელი მევახშე, რომელიც ხალხს ამწარებს – ბავშვებს, ქალებს ქუჩაში ყრის! ასზე მეტი ბინა აქვს ამ ადამიანს ხალხისთვის წართმეული!“

 „ალია“, ნინო ლაბარტყავა