05 მარ 2018 16:35 544

დიღომში მე-8 სართულიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა

დიღმის მასივში საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა, რომელიც დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.