10 მარ 2018 21:26 11674

„სასწრაფოდ დაიბარეთ თურქეთის ელჩი და ახსნა-განმარტება მოსთხოვეთ!“

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს:

„7 მარტს თურქეთის ქალაქ ართვინში ქართველი ოკუპანტებისგან ქალაქის განთავისუფლების 97-ე წლისთავი აღნიშნეს. სწორედ 97 წლის წინ, 1921 წლის მარტის დასაწყისში, ქემალისტების მოთხოვნით, საქართველოს არმიის ნაწილებმა ართვინი დატოვეს.
7 მარტს ართვინის მუნიციპალიტეტში სპეციალური სხდომაც გაიმართა ამ თარიღთან დაკავშირებით, საღამოს ქუჩებში საზეიმო მსვლელობაც მოეწყო - ჩირაღდნებითა და თურქეთის დროშებით. ღონისძიებებში ართვინის მერმა, მუნიციპალიტეტის წევრებმა, თურქეთის გენშტაბის ნაწილებმაც მიიღეს მონაწილეობა. 
7 მარტს საღამოს მიტინგზე გამოსვლისას ართვინის მერმა მეჰმედ კოჯატეპესმა განაცხადა: ,,დუშმანების (ქართველების) განდევნაში თურქმა ხალხმა უდიდესი ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი გამოამჟღავნა, დუშმანების (ქართველების) დამარცხებაში ჩვენ დიდი სისხლიც დავღვარეთ და თურქეთი არასდროს დაივიწყებს თავისი გმირი წინაპრების სახელს''.
იმ დროს როცა თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით საქართველო დიდგორობას ვერ აღნიშნავს, თურქეთი დიდი პომპეზურობით სამხედრო გენშტაბის და სახელმწიფო უწყებების ჩართულობით ქართველი ოკუპანტებისგან ტაო -კლარჯეთის განთავისუფლებას ზეიმობს.
მოვუწოდებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ იქნას დაბარებული თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ასხნა- განმარტებებისთვის რათა თურქეთმა გასცეს პასუხი თუ ვინაა ოკუპანტი და დუშმანი დღეს თურქეთისთვის.“