13 მარ 2018 15:15 435

,,ავდგები და შევალ ბრძოლაში“ - ელისაშვილი პრეზიდენტობაზე ფიქრობს

თბილისის მერობის ყიოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს რომ უახლოეს მომავალში ძლიერი სამოქალაქო მოძრაობის ჩამოყალიბებას აპირებს და მისი გუნდის წევრები პროფესიონალი და კვალიფიციური ადამიანები იქნებიან.

მისივე თქმით, მის გუნდში არ იქნებიან ე.წ ფეისები და მილიონპარტიაგამოცვლილი ხალხი. ელისაშვილი აცხადებს, რომ იმ შეხთვევაში თუ მან ვერ დაინახა ოპოზიციის მხრიდან ბრძოლისუნარიანი კანდიდატი, შესაძლოა, საპრეზიდენტო ბრძოლაში შევიდეს.

,,ვფიქრობ ამ საკითხზე. ამასობაში თუ ვინმე არ გამოჩნდება ბრძოლისუნარიანი კანდიდატი ავდგები და შევალ ბრძოლაში. ამაზე ვფიქრობ, მაგრამ თუ გამოჩდენბა ადამიანი ვისაც შეუძლია რეალურად „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირება და აქვს ამის შანსი არანომინალური არამედ რეალური აუცილებლად დავუჭერ მხარს. ჯერ-ჯერობოთ ასეთ კანდიდატს ვერ ვხედავ, მაგრამ ველოდები ოქტომბრამდე ჯერ კიდევ დიდი დროა“,- აცხადებს ალეკო ელისაშვილი ,,რეზონანსთან" საუბარში.