13 მარ 2018 15:18 384

„სითი პარკს“ ძალიან დიდი ცოდვები აქვს დაგროვებული“

„სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმების გადაწყვეტილებას ეხმაურება დავით ნარმანია.

როგორც ყოფილი მერი ამბობს,, „სითი პარკს“ ძალიან დიდი ცოდვები აქვს დაგროვებული და ძალიან არასწორად იქცეოდნენ ბოლო წლების განმავლობაში.

„კარგი გადაწყვეტილებაა. მთავარია, შემდეგი მენეჯმენტიც სწორად განხორციელდეს. ამით ქალაქი და ჩვენი თანამოქალაქეები მოიგებენ“, - ამბობს  ნარმანია.