13 მარ 2018 16:27 2446

„სითი პარკის დედაც და მისი შემომყვანისაც, ერო, მაგრამ ცოტა ტვინი რომ დააყოლოთ, არ გინდათ?“

ცოტნე გამსახურდია „სითი პარკისთვის“ ხელშეკრულების გაუქმების გადაწყვეტილებას ეხმარება:

„სითი პარკს მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. კარგია, აქამდეც უნდა ექნათ.

მაგრამ ახლა რა იქნება, ეს უფრო საინტერესოა. გრუზინეთისთვის ჩვეული და საყვარელი ქაოსი მოჰყვება, თუ რომელიმე ქოცი მაღალჩინოსნის ნათესავის ოფშორული კომპანია ჩაანაცვლებს?..

 

სითი პარკის დედაც და მისი შემომყვანისაც, ერო, მაგრამ რომ ჩივით და წუწუნებთ ევაკუაციაზე, ცოტა ტვინი რომ დააყოლოთ, არ გინდათ?

ჯარიმა იყოს, ევაკუაცია - არაო. ჯარიმაც, რაც შეიძლება მცირე უნდათ. ჰოდა, წარმოიდგინეთ სურათი, რომელიც ყველას ბევრჯერ გვინახავს: ვიწრო, ორზოლიან ქუჩაზე ვიღაც გრუზინს უყენია ჯიპი ჩართული ავარიულებით და თვითონ გადათრეულია იქვე, თავის ნაშასთან ყავის დასალევად. და თქვენისთანა ბრძენი მოქალაქეები მოიზლაზნებიან კუს ნაბიჯით, იქმნება საცობი, ათასობით ადამიანი კარგავს დროს, ეკონომიკა - ფულს, ვიღაცას სახლში ეჩქარება ბავშვებთან, ვიღაცას - ავადმყოფთან, ა.შ.

ამ დროს ზემოხსენებული ყ@ე ზის, ყავას სვამს და თავის კახპასთან ერთად კაიფობს საკუთარი დაუსჯელობით. უკეთეს შემთხვევაში, მოდის მერიის სამსახური და უწერს ჯარიმას - პირობითად, 50 ლარს. ჰმ, დიდი ამბავი, ტიპისთვის ეგ "სემიჩკის" ფულია... სამაგიეროდ ევაკუაცია და მანქანის წამოსაყვანად სირბილი არ მოუწევს. ან ესეც რა დიდი შეღავათია, მაგრამ მაინც.

დიდი ჯარიმები, სიმკაცრე, კანონის წინაშე თანასწორობა, სასჯელის გარდუვალობა - აი, რამ შეიძლება ასწავლოს ხსენებულ ტიპუსებს ადამიანებისთვის ანგარიშის გაწევა, მოქალაქეობრივი, ადამიანური ვალდებულება. ესენი კიდევ - ნეტავ ყველაფერი გააუქმონო. და როდესაც ხალხს ამდენი არ ესმის, ჭეშმარიტად უარეს დღეში უნდა იყოს... მოსეს 40 წელი აქაურობისთვის ალბათ მინიმუმია,😞 თუ დარჩა იქამდე ამ ქვეყნიდან რამე!“