13 მარ 2018 16:57 1108

„შევხვდი დეკანოზ მამალაძეს, ღრმა შოკში ვარ...ვესაუბრებოდი ნამდვილ მძევალს“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდა, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულია:

„ამ წუთში გამოვედი მატროსოვის ციხიდან. მისივე თხოვნით ადვოკატის სტატუსით შევხვდი დეკანოზ მამალაძეს. ღრმა შოკში ვარ არა მარტო მოსმენილით, ცხოვრებაში პირველად 2 საათი ვესაუბრებოდი ნამდვილ მძევალს“, - წერს გვარამია.

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი მამა გიორგი მამალაძესთან, მისივე თხოვნით, ადვოკატის სტატუსით იმყოფებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დეკანოზი "სახელმწიფოსა და საპატრიარქოს მძევალია".

ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო დეკანოზის მიმართ სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, თუმცა, ეს ხანგრძლივი პროცესია, რის გამოც, გიორგი მარგველაშვილმა ის უნდა შეიწყალოს.

newposts.ge