13 მარ 2018 17:50 608

სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში - დაჭრილია სამი პირი

ზუგდიდიში სამი პირი დაჭრეს. ინცინდენტი ქალაქის ცენტრში მოხდა. ორი მაპირი ცივი იარაღით არის დაჭრილი, ხოლო ერთს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

ექიმების ინფორმაციით, დაჭრილთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. მათ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია ამ წუთებში უტარდებათ.

როგორც "ნიუპოსტს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლი დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

newposts.ge