13 მარ 2018 18:23 4628

,,დაწყნარდით,მე დავაფინანსე ლევან გაჩეჩილაძის ჯანმრთელობა!!!”

 

მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,საზიზღარი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, არა თუ ფული, ან ქონება, საკუთარი სიცოცხლე არ დაუზოგავს ლევან გაჩეჩილაძეს. არც არაფერი მოუთხოვნია არავისთვის, არც დაუყვედრებია. ოპერაცია დასჭირდა და სახელმწოფომ,  ჩემი გადახდილი გადასახადებიდან დააფინანსა.

მე ამ კაცის ჯანმრთელობის დაფინანსება არ მენანება, იმდენი კი მაქვს გადახდილი რომ 30 ათასს მრავალჯერ სცილდება და გეუბნებით - დაწყნარდით,მე დავაფინანსე ლევან გაჩეჩილაძის ჯანმრთელობა!!!

ლევანი სჭირდება ჩემს ერს და ამიტომ დავაფინანსე და კიდევ ბევრი ლევანისნაირი ალალ-მართალი ქართველი გვჭირდება რომ ერი გვერქვას!!!”