13 მარ 2018 19:10 723

„მხოლოდ ერთ საკითხში არიან შეთანხმებულნი -,,საქართველო უქართველებოდ“

ისტორიკოსი გურან ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,სამშობლო,,, ,,იმედი,, და ,,პრეზერვატივი,, ---

საზოგადოება ვართ ისეთი, რომ იმედს არ ვკარგავთ და დეგრადირებული მდგომარეობის მიუხედავად მომავალს მაინც ისე ვუყურებთ, როგორც ეს ჩვენ გვინდა და არა ისე, როგორიც სინამდვილეში გვიახლოვდება ის....

საკმარისია რომელიმე, თუნდაც არაფრისმაქნისმა პოლიტიკოსმა რამე ,,საიმედო,, წამოისროლოს და სხვაზე ბედმიბარებული ქართველები ერთხმად ვამყარებთ ხოლმე ,,იმედს,, ასეთებზე. არადა ჩვენი საზოგადოების ,,იმედი,,-ც ხომ გაყოფილია:-ერთნი ამერიკაზე აგებენ სახელმწიფოებრივ იმედს, მეორენი რუსეთზე, ევრო-პრადვინუტები გლობალიზაციის მორევს ამჯობინებენ, ხოლო ისეთებიც მოგვეძებნებიან ვინც ისლამში ეძებს ხსნას....

,,იმედების,, ასეთ კორიანტელში, კი მთავარი იმედი გვიკვდება ქართველებო, საკუთარი თავის იმედი, რომელიც საკუთარ კულტურაზე დგომაშია, მომავლი თაობების ქართულად აღზრდაშია, მიწის ხვნა-თესვაშია, შვილების სიმრავლეში და მაღალი თამასის განათლებაშია... გვავიწყდება, რომ ქართველობის შენარჩუნების გარეშე ნებისმიერი ,,იმედი,,,--ჩამოსახრჩობად განწირულის იმედს არაფრით აღემატება, რადგან კარზე მომდგარი ,,იმპერიები,, მიუხედავად ამ მიწისთვის დაპირისპირებისა, მხოლოდ ერთ ძველთაძველ საკითხში არიან შეთანხმებულნი---,,საქართველო უქართველებოდ,,....

არადა მივიხედ- მოვიხედოთ, ქართველებო, და ვაღიაროთ, რომ ჩვენ თვითონ ვეხმარებით გადამთიელებს ქართული ცხოვრების წესის და კულტურის მოთხრაში. არ შეიძლება იარსებოს ერმა, რომელსაც სახელმწიფოებრივი ფასეულობები ,,ეროვნული,, წარმოების პრეზერვატივზე აქვს მიხატული, ხოლო პატრიოტობა ჩამორჩენილობად ნაქადაგები...

რატომ ვკლავთ ჩვენში ქართველობას? ამ ისედაც ფეთქებად გეოპოლიტიკურ გარემოში ცეცხლს რატომ ვეთამაშებით ქართველებო?..“