13 მარ 2018 20:04 885

ზუგდიდში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები

ზუგდიდში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც „ნიუპოსტს“ კონფიდენციალური წყარო უყვება, სისხლიან გარჩევას, რომელიც სამი პირის დაჭრით დასრულდა, წინ ე.წ. ქურდული გარჩევა უძღოდა.

რესპონდენტი, რომელიც ვინაობის გამხელს ერიდება აღნიშნავს, რომ კონფლიქტი გვიან ღამით, ერთ-ერთი მხედრიონელის სახლში დაიწყო, როცა ბათუმიდან ჩამოსული ბიჭი, ადგილობრივებმა სასტიკად სცემეს.

დღეს კი ე.წ. ქურდული გარჩევა, ჭითაწყარში გაიმართა. დაჭრილი პირების ახლობლები ყვებიან, რომ დაშავებულებს ცივი იარაღით და ცეცხლსროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რაც შეეხება დანარჩენ ორს, მათ ოპერაცია უკვე ჩაუტარდათ.

რაც შეეხება ჭითაწყარში დღეს საღამოს განვითარებულ მოვლენებს, არსებული ინფორმაციით, ბათუმელმა ახალგაზრდამ, რომელმაც პირველად გახსნა ცეცხლი მიმალვა შეძლო. დაჭრილია პირი, რომელიც ე.წ. გარჩევაზე გუშინ ნაცემ მამაკაცს გამოჰყვა.

"როგორც ვიცი, "რაზბორკა" იყო, კანონიერი ქურდიც ჩართული იყო ტელეფონით და გუშინ, ბათუმელი ბიჭის ცემის მოტივს განიხილავდნენ, რა დროსაც აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღი გამოიტანა და გარჩევის მონაწილეთა მისამართით გაისროლა, რასაც საპასუხო გასროლა მოჰყვა, მან გაქცევა მოასწრო, რაც შეეხება მის მეგობარს, ის ცინვი იარღით არის დაჭრილი"- ამბობს წყარო.

მისი თქმით, საქმეში 5-მდე ცეცხლსასროლი იარაღი ფიგურირებს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.