13 მარ 2018 21:26 890

„რუსი ოლიგარქის პარტია ტოტალურად აკონტროლებს ყველას და ყველაფერს“

„ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი  მაიკლ რიჩარდ პომპეოს  მისალოც წერილს უგზავნის:

„ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორს მაიკლ რიჩარდ პომპეოს                             

ძვირფასო მაიკლ, გილოცავთ ამერიკის შეერთბული შტატების სახელმწიფო მდივნის უმაღლეს პოსტზე დანიშვნას. დღეიდან თქვენ დაგეკისრათ უდიდესი პასუხისმგებლობა არა მარტო თქვენი ქვეყნის,  არამედ მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკაცობრიო პრობლემების გადაწყვეტაზე. მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას ამერიკის კონგრესში, როდესაც თქვენ წარმომადგენელთა პალატაში მოღვაწეობდით კანზასის შტატიდან. მოხარული ვარ რომ შესანიშნავად იცნობთ საქართველოს და ჩვენი რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებს. საქართელოში როგორც მაშინ ვიმსჯელეთ კვლავ ბობოქრობს ოლიგარქია, მათი მტაცებლური პოლიტიკით მოსახლეობის სოციალური გაღატაკება მივიდა კრიტიკულ ნიშნულზე, დათრგუნულია დემოკრატია, გაყალბებულია ყველა არჩევნების შედეგი, ფაქტიურად გაუქმებულია სასამართლო ხელისუფლება, რუსი ოლიგარქის პარტია ტოტალურად აკონტროლებს ყველას და ყველაფერს, დაუსჯელად გრძელდება რუსული ოკუპაციის უმძიმესი პროცესი, ოკუპანტები იტაცებენ და ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას, უპრობლემოდ,ხელისუფლების წაყრუებით აწარმოებენ ქართული მიწების ბორდერიზაციას, ძლიერდება  ზეწოლა საქართველოში რეგიონალურ სუბიექტთა მიერ გეოპოლიტიკური კონტროლის დასამყარებლად. ქართველ ხალხს აქვს თქვენი იმედი, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემები იქნება თქვენი  დღის წესრიგის მუდმივი საგანი. გისურვებთ უდიდეს წარმატებებს დაკისრებულ გლობალურ პრობლემათა ეფექტურ გადაწყვეტაში.“