13 მარ 2018 23:50 1762

მეუფე პეტრე: „კვირიკაშვილი ფარისეველია“

მეუფე პეტრე ცაავა პრემიერ-მინისტრს "ფარისეველს" უწოდებს.  მისი თქმით, პრემიერმა 2016 წელს დააანონსა, რომ 2017 წელი იქნებოდა წარმატებული, თუმცა, ის დაიწყო ციანიდის საქმით, შემდეგ გაგრძელდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და მაჩალიკაშვილის ამბით. 

"ამ ფარისევლობის გვირგვინი იყო, როდესაც საშობაო ღვთისმსახურებაზე წირვას დაესწრო და კამერების წინ ეზიარა ყველას დასანახად. ეს იყო  ფარისევლობის მწვერვალი,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრემ პრეზიდენტიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა, რომ შეუძლებელი იყო მღვდლის მიერ პატრიარქის მოწამვლა, მან არაფერი მოიმოქმედა.  

„პრეზიდენტ მარგველაშვილზე ვერ ვიტყვი, რომ ის არის პრინციპული კაცი და ძალიან რომ მინდოდეს, ვერ ვპოულობ გამოსავალს, რომ ჩავრიცხო ეს ადამიანი პრინციპულად,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრე მიიჩნევს, რომ გიორგი მამალაძე ციხეში არ უნდა იჯდეს.

rustavi2.ge