14 მარ 2018 23:49 21578

„16 მარტს 11:00 საათზე "ქართული მარში" იკრიბება ბათუმის საკრებულოსთან!!!“

 

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის აღმართვის გარშემო სკანდალი გრძელდება. მას შემდეგ რაც „ქართულმა მარშმა“ ბათუმის საკრებულოსგან ძეგლის დადგმაზე უარი მიღო, ეს ინფორმაცია გაასაჯაროვა, რასაც საკრებულოს უკმაყოფილება მოჰყვა და მათ ასეთი წერილი გამოაქვეყნეს:

 

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოქართული მარშისმიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოსბათუმის საკრებულოს წევრები დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმის წინააღმდეგი არიან“, განმარტავს, რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

აღნიშნულმა ორგანიზაციამ ძეგლის დადგმის თხოვნით წინა მოწვევის საკრებულოს 2017 წელს, აგვისტოს ბოლოს მიმართა, მაშინ, როცა ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმარება თითქმის დასრულებული იყო. მოგეხსენებათ, აღნიშნული საკითხის ბიუჯეტში გათვალისწინება საჭიროებდა გარკვეული პროცედურების გავლას და ხარჯთაღიცხვის წარმოდგენას, ასევე, საზოგადოების ჩართულობას, საჯარო დისკუსიებს, თუ სად, როდის და რა ესკიზით დადგმულიყო ძეგლი, რის გამოც ვერ მოხერხდა მისი 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტით დაგეგმილია 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის განთავსება, რაზეც უკვე გამოცხადებულია ტენდერი და ბიუჯეტიდან გამოყოფილია 100 ათასი ლარი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტი უარს ამბობს დავით აღმაშენებლის ძეგლის აღმართვაზე. მუნიციპალიტეტი გეგმავს მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში გაითვალისწინოს ყველა ის საკითხი, რაც ძეგლის დადგმის პროცედურებს უკავშირდება“.

 

ბათუმის საკრებულოს პასუხობს „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელავილი:

ერთი პატარა გამარჯვება დიდი გამარჯვების მოლოდინში! - საუბარს იმით დავიწყებ რომ აქ რაც წერია ყველაფერი სიმართლეს არ შეეფერება! ბათუმის საკრებულომ ბიუჯეტის დადგენილება მიიღო 2017 წლის 26 დეკემბერს, ხოლო ქართული მარშის ლიდერის სახელით (სანდრო ბრეგაძის) წერილი შევიდა აწ აგვისტოში... რა გამოდის მათ რომ გულწრფელად ჰქონოდათ სურვილი ძეგლის დადგმისა ამ ინიციატივას გაითვალისწინებდნენ!! - ეხლა მეორე ქართული მარშის პოზიცია ასეთია! არავითარი ორ წელიწადში! ძეგლის დადგმის პროცედურა უნდა დაიწყოს მომავალი კვირიდან! ჩართეთ დისკუსიაში საზოგადოება, ესკიზის და ადგილის შერჩევა, მოიკელით პრემია-დანამატები, ჩაატარეთ კონკურსი და აღმართეთ დიდი ქართველი წმინდანის, მეფის დავით აღმაშენებლის ძეგლი! - შევხვდებით პარასკევს 16 მარტს 11 საათზე!

„ქართულმა მარშმა“ მოწოდებაც გაავრცელა და იდეის მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდა:

საოცრება ხდება! მე ასეთი აქტივობა 14 ივლისის (აღმაშენებელზე) გამართული მარშის მერე არ მინახავს! - გვიკავშირდებიან დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან! - 16 მარტს ბათუმში თავს იყრიან ქართული მარშის გულშემატკივრები სვანეთიდან, სამეგრელოდან, გურიიდან, იმერეთიდან! სამწუხაროდ ფინანსური სახსრების უქონლობის გამო ვერ ახერხებენ წამოსვლას გორიდან და ხაშურიდან! ყველა ერთად მთელი საქართველო ითხოვთ ბათუმში აღმაშენებლის ძეგლს! - დავით აღმაშენებლის ძეგლი არ გეგონოთ უბრალოდ ძეგლი და მეტი არაფერი, არ გეგონოთ ახირება! ამ პოლიტიკურ ჟესტში საქართველოს გადარჩენა დევს! ეს არის ნიშანი იმისა რომ საქართველო ეროვნული საკითხების ირგვლივ ერთსულოვანია!

16 მარტს (პარასკევს) 11:00 საათზე "ქართული მარში" იკრიბება ბათუმის საკრებულოსთან!!! -ვითხოვთ აღმაშენებლის ძეგლს ბათუმში!!! ბათუმში წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლი წელს დიდგორობის დღესასწაულზე უნდა აღიმართოს! უფალი გვფარავდეს!“