11 აპრ 2018 12:27 3642

,,ეს ჯგუფი აპირებს საპარლამენტო გადატრიალებას და სადავეების ხელში ჩაგდებას!”

სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ამ წუთებში (ღამის 5 საათზე) დავბრუნდი შეხვედრიდან-ხელისუფლების უმაღლესი წრიდან მიღებული დადასტურებული ინფორმაციით-"ქართული მარშის" ახალგაზრდების გლდანის ციხეში გამოკეტვის მიზნით,"ქართული ოცნების" საპარლამენტო ლიდერები-ვანო ზარდიაშვილი, მამუკა მდინარაძე,თამარ ჩუგოშვილი,თავიანთი პოლიტიკური პარტნიორის გიგა ბოკერიას შუამავლობით დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ რუსთავი-2-ის ხელმძღვანელობასთან(გვარამია).ზარდიაშვილი-მდინარაძის დუეტი უშუალოდ ახდენს ზეწოლას სასამართლოზე(ზარდიაშვილი თავისი ადეიშვილის დროინდელი კავშირებით და დღევანდელი გავლენებით),რათა "ქართული მარშის" ახალგაზრდები იყვნენ უკანონო პატიმრობაში.ყველაფერი ეს ხდება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დაკვეთით(რასაც თან ერთვის პირადი კონფლიქტიც მარშის ლიდერებთან)"ქართული მარშის" და სხვა ეროვნულად მოაზროვნე ძალების განადგურების მიზნით,ამის სანაცვლოდაც მიიღებენ დიდ მხარდაჭერას უცხოეთიდან და ბოკერიას გავლენის ქვეშ მყოფი სოროსელების ბანდა უახლოეს მომავალში გეგმავს საპარლამენტო გადატრიალებას,რათა პარლამენტის მთელი მართვის სადავეები აიღონ ხელში.პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე წარმოადგენს მარიონეტს მათ ხელში,რომელსაც ისე ათამაშებენ,როგორც თოჯინას---ვიმეორებ რომ ეს ინფორმაცია და დამამტკიცებელი საბუთები მანახეს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა,რომლებსაც პირობა მივეცი რომ გარკვეული დროის განმავლობაში მათ სახელებს საიდუმლოდ შევინახავ !!!---უახლოეს დღეებში მექნება ინფორმაცია და მასალები აღმასრულებელი ხელისუფლების იმ წევრებზე,რომლებიც ასევე ჩართული არიან ამ დანაშაულებრივ ჯაჭვში !!!”