14 აპრ 2018 13:42 5378

„აფრიკაში მე აკრძალული მაქვს ქუჩაში სიარული, იმიტომ, რომ თეთრკანიანი ვარ!”

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ბექა დვალის მეუღლე ნინო ლეჟავა სოციალურ ქსელში რასიზმის პრობლემასთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის წერილს აქვეყნებს:

“კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა. რასიზმი არის ყველგან… და ყველა ფორმით. ისე მოხდა, რომ გარდა ვიზიტებისა, 6 სხვადასხვა ქვეყანაში მომიწია ცხოვრება მათ შორის ისეთებში, როგორიცაა ამერიკა, ავსტრია, ინგლისი… ამჟამად აფრიკაში ვცხოვრობ. აქ, აფრიკაში მე აკრძალული მაქვს ქუჩაში ფეხით სიარული, იცით რატომ? იმიტომ, რომ თეთრკანიანი ვარ. იმიტომ, რომ შავები თვლიან, რომ ეს მათი ქვეყანაა და თეთრკანიანებს აქ არანაირი უფლება არ აქვთ…. სახლი გაგვიქურდეს და არავის არაფერი არ გაუკეთებია, პოლიციამ პირდაპირ მითხრა, რომ თეთრის გამო შავს არავინ ხელს არ ახლებდა. ანალოგიურ სიტუაციას წავაწყდი ანგოლაში და მოზამბიკში (სხვაგან არ ვყოფილვარ და ვერ ვიტყვი ვერაფერს), მაგრამ ვიცი რომ ანალოგიურია ნიგერიაში, კონგოში და ა.შ. ამერიკაში, სადაც კონკრეტული ეროვნება არ არსებობს, იქაც თვითონ ვაშინგტონის ცენტრში იყო ადგილები, სადაც თეთრკანიანებს არ ჰქონდათ შესვლის უფლება. იყო შავების, ლათინოების უბნები… ლონდონშიც იყო მსგავსი დასახლებები, არა მარტო კანის ფერით, არამედ რელიგიების მიხედვით, სადაც დღემდე ხდება ამ ნიადაგზე კონფლიქტები… მაგრამ არავინ თავის ქვეყანაზე ასე არ საუბრობს და ასე არ ასწორებს მიწასთან, როგორც ჩვენ. თუ გაინტერესებთ, შავებში ეს არის გენეტიკური სიძულვილი, რადგან ისინი საუკუნეების მანძილზე იჩაგრებოდნენ თეთრების მიერ და ხშირად ამას საკუთარი თავის სასარგებლოდ იყენებენ და ხშირად თვითონვე ახდენენ პროვოცირებას. ზოგან მეტად გასდით, ზოგან ნაკლებად. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ხანდახან უმიზეზოდაც მოხდეს… ასე, რომ ეს არ არის მარტო ჩვენი პრობლემა. ყველა ერში და ყველა რელიგიაში დევს ეს. ვიცი ახლა ამ პოსტის შემდეგ ბევრი რასისტის იარლიყს მომაკრავს, მაგრამ ეს რასიზმი არ არის, ეს გამოცდილებაა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უამრავი ძალიან კარგი შავკანიანი მეგობარი მყავს… იმიტომ რომ კარგები და ცუდები ყველა ერში არიან,” – წერს ნინო ლეჟავა.

alt-info.com