15 აპრ 2018 23:51 383

ოზურგეთში, ავარიის დროს დაშავებული 4 წლის ბავშვი მართვით სუნთქვაზეა

 

დაახლოებით ერთი საათის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვის მდგომარეობა უმძიმესია. - წერს „გურიის მოამბე“

როგორც ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალი აღნიშნავს, ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი ქუთაისში  გადაყვანა რამდენიმე წუთში რეფერალური სამსახურის მიერ მოხდება.

მძიმეა ასევე ორი დაშავებულის მდგომარეობა, ისინი სტაციონალურ მკურნალობას გადიან. 

ორი გოგონა კი, პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ბინაზე გაწერეს. 

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს "ოპელის" მარკის ავტომანქანაში ერთი ოჯახის 6 წევრი, დედა და მისი ხუთი შვილი იმყოფებოდნენ. 

ავტომანქანის სავალი გზიდან გადავარდნის შემდეგ, 13 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. 

ჩხარტიშვილების ოჯახი სოფელ ბაილეთიდან ახალსოფელში, საკუთარ სახლში ბრუნდებოდა.