16 აპრ 2018 00:12 790

რას ამბობს 25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის შვილი

25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შვილი პირველი ქორწინებიდან, ლიკა ბაქრაძე მომხდართან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

"ბავშვების თვალწინ რისთვის გააკეთა?! ყველა დეტალი მინდა გავიგო და პირადად გამოძიებას მივმართავ, რომ ყველა დეტალი მაინტერესებს. ახლა მოვისმინე, რომ ბენზინი დაუსხიაო... პოლიციის განყოფილებაშიც ვიყავი, ყველას ველაპარაკე და რატომ იმ დღესვე არ თქვა არავინ, რომ ბავშვებს ბენზინის სუნი ასდიოდათო?!" - ამბობს ლიკა ბაქრაძე "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

მკველობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე, რომელიც გარდაცვლილის დედის ყოფილი ქმარია, გუშინ სოფელ თელეთში დააკავეს. დღეს ცნობილი გახდა, რომ მას ბრალი დაუმძიმდა. შსს-ს ინფორმაციით, ბრალი გადაკვალიფიცირდა 11 პრიმა 109–ე მუხლად, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლით 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.