16 აპრ 2018 00:20 916

„ყველაფერი – ერთად გატარებული წლები მახსენდება... ის არანორმალური ღამეების თენება...“

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის ახლო მეგობარი ფეისბუქში მომხდარს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„მინდა მეძინოს და გავიღვიძო და ვინმემ მითხრას, რომ ეს სიზმარია .. როცა ვუყურებ, როგორ ყველგან შენზე ლაპარაკობენ, თავი სიზმარში მგონია … გაშტერებული ვზივარ და ტელევიზორში და ფბ-ზე შენს სურათებს ვუყურებ. არ მგონია, რომ ეს შენ ხარ! არ მჯერა! რომ შენ ხარ … ძალიან მწარე აღმოჩნდი ბოლოს!

ყველაფერი – ერთად გატარებული წლები მახსენდება. ის არანორმალური ღამეების თენება, სიცილი და ერთად გატარებული წამები .. თურმე რა ბედნიერები ვიყავით მაშინ! შენთან დარჩენა რომ ყველაფერს მერჩივნა და შენ რომ ჩემთან ყოფნა გინდოდა სულ.

რომ გათხოვდი და გაიპარე, ის დღეებიც მახსენდება. რომ მოვკვდი ტირილით, როგორ გამეპარე-მეთქი .. მაგრამ არ შეცვლილა, ჩვენ ისევ ისე ვიყავით, როგორც ადრე. გიგის დაბადება მახსოვს, სირბილით რომ გამოვიქეცი შენთან … ყოველთვის შენს გვერდით ვიყავი და მეც ყოველთვის ვგრძნობდი შენს ყოფნას გულით ჩემთან !!! ეს ისეთი მეგობრობა იყო, ჯერ რომ არსად არ მინახავს და როცა მე გავთხოვდი, შენ არ გინდოდა ჩემი ამხელა გზაზე გათხოვება. მითხარი, მე უშენოდ რა ვქნაო, ჩემთან რომ არ დარჩებიო და ხშირად ვეღარ გნახავო …

ჩემს ქორწილში არ იყავი და ძალიან ძალიან, ძალიან გაგიბრაზდი, რამდენ ხანს არ გირეკავდი .. რომ დამირეკე, არ დაგელაპარაკე კარგად, მაგრამ მე ამას ვერ გავუძელი, ვერც შენ. ახლოს არ ვიყავით, მანძილი გვაშორებდა, სიშორე…

რა მოხდება, თაკო, რომ ისევ მხოლოდ 6 საათის გზა გვაშორებდეს, რა მოხდება?! არ გნახავდი, ოღონდაც ცოცხალი ყოფილიყავი. რა მოხდებოდა?

მე ხვალ მოვდივარ შენთან, მაგრამ იქ როგორ გნახო, სადაც იქნები??? როგორ გიყურო იქ დაწოლილს??? როგორ შევეგუო, რომ ამქვეყნად აღარ ხარ? აღარ შემიძლია, ეს რა არის???“

cyc.ge