16 აპრ 2018 12:41 211

„გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატი ზურა ჯაფარიძე იქნება

„ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იქნება, ამის შესახებ ინფორმაცია ,,გირჩის" ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

,,დღეიდან ჩვენ ყველა ერთად ვართ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში", -ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომელსაც ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.


პრეზიდენტობის კანდიდატი, საზოგადოებას, საკუთარ ხედვებსა და სამომავლო გეგმებს აცნობს:


,,-თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგება 5 წელიწადში
- სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება 
- „ნარკოდანაშაულზე“ დაპატიმრებული და უფლებებშეზღუდული პირების შეწყალება, სანამ არ შეიცვლება შესაბამისი კანონები
- ვეტოს დადება თავისუფლების შემზღუდავ ყველა კანონზე
- მინისტრთა ანგარიშების მოსმენა თვეში ერთხელ ფეისბუქ ლაივით", - აღნიშნულია ფეისბუქში გავრცელებულ ინფორმაციაში.

„პირველი“