16 აპრ 2018 16:56 547

„თავის შვილსაც ძალიან ამწარებდა... კიბიდან დააგორა და ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ბავშვი დაეღუპა“

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედა მკვლელობაში ბრალდებულის, მისი ყოფილი ქმრის, ვეფხვია ბაქრაძის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ბაქრაძე საკუთარ შვილებზეც ძალადობდა.

ნათია გაბოძის თქმით, ერთ-ერთმა შვილმა, რომელიც ორსულად იყო, ცემის შედეგად ნაყოფი დაკარგა.
„თავის შვილსაც ძალიან ამწარებდა ამ ლიკას…სცემდა, რამდენჯერ ხელიდან გამომიგლეჯია, რომ ბავშვი მკვდარი გამიცოცხლებია მაგისი შვილი და მაგისი მეორე გოგო, მარი, კიბიდან დააგორა და ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ბავშვი დაეღუპა. მარტო ჩემი შვილი კი არა, თავის შვილიშვილიც ჰყავს მკვდარი მაგას. მეუბნებოდა, ან ჩემ გვერდზე იქნები ან უნდა მოგკლაო. ჩემი შვილი არ უთმობდა და ეუბნებოდა შენ დედაჩემი გჭირდება. იყენებ, ეს არ არის სიყვარული, დედაჩემის ნაშრომს შენ გვიჭამო, ეგ ჰქონდა ჩემს შვილს პრობლემად, ამ ყველაფერს რომ ხედავდა მეუბნებოდა, რატომ აკვლევინებ თავს, რა ვალდებული ხარ, რომ შეინახოო“- ამბობს ნათია გობაძე.

„ტაიმერი“