16 აპრ 2018 17:31 20014

„ვბოზობთ, ვნებამორეულ აზია-აფრიკელებთან გორაობით ვიქმნით ფუფუნებას და ქართველი მამაკაცის გაჩენას ვწყევლით...“

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი სოცალურ ქსელში აქვეყნებს წერილს სათაურთ - „ნომრიან-უნომროები“:

 

„-- მატერიალიზმში გახვეულებს ვეღარც ცრუ პატრიოტობა გვნიღბავს და ვეღარც ანაფორა.

---ერთნი ჩინელს მოვუძღვით, 

---მეორენი არაბს, სპარსელს და ნიგერიელს 

---მესამენი ვწუწუნებთ, მაგრამ სისხამზე მაინც ვაგზავნით მომავალწართმეულ შვილებს დეგრადირებულ სკოლებში,

----მეოთხენი ბეტონის არქიტექურულ სიმახინჯეებს ვაკვეხებთ დედაქალაქში და მრავალბინიან სახლებს სარფიანად ვყიდით აზიელებზე...

----მეხუთენი ოდესღაც სისხლით დაცულ მიწებს ვუნაწილებთ ისტორიულ მტერებს...

----მეექვსენი ვბოზობთ და ვნებამორეულ აზია-აფრიკელებთან გორაობით ვიქმნით ფუფუნებას, ხოლო თავის სამართლებლად ქართველი მამაკაცის გაჩენას ვწყევლით...

----მეშვიდენი ნაქართველარი მეძავებით სავსე ბორდელებს ვუდგავართ დაცვად ქოფაკი ძაღლებივით და გადამთიელ კლიენტებს პალტოებს ვაცმევთ ნაწყალობევის სანაცვლოდ...

---მერვენი მომავლის დამადებილებელ სახელმძღვანელოებს ვწერთ და აღებული გრანტებით შვილებს აქედან გასაქცევი ფულით ვამარაგებთ...

---მეცხრენი პირდაპირ საკურთხევლებში ვლოცავთ ეკლესიის მომთხრელებს და მათგან ნაჩუქარი ჯიპებიდან ქედმაღლურად დავცქერით მორჩილებაზე მოქცეულ ერს... სიმდიდრეში ვცურავთ და წარბშეუხრელად ვქადაგებთ, ყოველივე ამის არმცნობი ქრისტეს სახელით...

---მეათენი ,,ყოჩაღად,, ვიყენებთ ხალხის ნდობას და ქვეყნის მტრების დავალებების შესრულებაში, უკანმოუხედავად ვღალატობთ სამშობლოს..

----მეთერთმეტენი მუნდირს ,,არ ვარცხვენთ,, და ნარკოკერებით ვხუნძლავთ ქვეყანას...

----მეთორმეტენი შეძენილ შენობებში ათასი ჯურის გარყვნილების კლუბებს ვხსნით ახალგაზრდობისთვის და ასე ვბიზმესმენობთ. შიგადაშიგ ეკლესიებსაც ვწირავთ ამგვარად ნაშოვნს და ჩოხაში გამოწყობილები უტიფრად ვეზიარებით...

----მეცამეტენი გააფთრებით ვკლავთ ქართულ კულტურას, ხოლო კვალის ასარევად თვალუწვდენელ სუფრებზე ვლომობთ ქართველობით, გონის წართმევამდე...

----მეთოთხმეტენი ყველგან მისაღებნი ვართ, როგორც ეროვნულ ასევე ანტიეროვნულ წრეებში. ეს მატერიალურადაც გვამდიდრებს და გაწონასწორებული კაცის იმიჯსაც გვიქმნის...

----მეთხუთმეტენი გავრბივართ, ან ქვეყნიდან ვაგდებთ ჩვენ ქალებს, რათა მუქთახორული ყოფა გავაგრძელოთ და ცოლის გამოგზავნილი ფულით ჩვენი კაცობა ხშირად ვადღეგრძელოთ....

---მეთექვსმეტენი აბორტის ბიზნესით ვჯალათობთ და მშვიდად ვიბანთ სისხლიან ხელებს შთამომავობის სასაკლაოდ ქცეულ კლინიკებში...

აბა რაღა გავაგრძელო. საქმეს რა გამოგვილევს ამ მარად ,,ბედნიერ ერს,,.... სია გრძელია, რადგან შესაბამისი საქმიანობით ვართ დაკავებულნი--მეთექვსმეტენი, მეჩვიდმეტენი, მეცხრამეტენი და ასე შემდეგ დაუსრულებლად...

თქვენ წარმოიდგინეთ და ამ ,,ბედნიერებშიც,, მოიძებნებიან დაუნომრავნი, რომელებიც სიმართლეს ყვირიან, მაგრამ საშოვარზე დუჟმომდგარ ნომრიანებს ისინი გიჟები გონიათ.. დრო კი როგორც ყოველთვის მიქრის და არც ისე შორს ჩანს ასე ნანატრი და საბოლოო ,,გაბრწყინება,,...

მარად თქვენი და დაუნომრავი-გურამ ქართველიშვილი“