12 მაისი 2018 19:07 28711

„როცა ნარკოტიკების ლეგალიზაციას ითხოვ და თან გამსაღებელს ბარიგას ეძახი, ხარ მატყუარა და ფარისეველი“

ადვოკატი ზვიად კორძაძე:

„1.როცა ნარკოტიკების ლეგალიზაციას ითხოვ და თან გამსაღებელს ბარიგას ეძახი და ამბობ გამსაღებელი დაისაჯოს უბრალოდ მოხმარება იყოს დაშვებულიო ხარ მატყარა და ფარისეველი. წარმოუდგენელია რაღაცა ლეგალური იყოს და მისი ყიდვა-გაყიდვა არალეგალური და ისჯებოდეს. ამიტომ ყველა ვინც ნარკოტიკების ლეგალიზებას ითხოვს თანმიმდევრული უნდა იყოს, კეკლუცობას თავი დაანებოს და თქვას რომ გავრცელება-გაყიდვასაც უჭერს მხარს.

2.სახელმწიფო როცა ამ მასშტაბის სპეცოპერაციას ატარებს არ არის საკმარისი შედეგი, რომ 8 რეალიზატორი დააკავეს. 
ეს ნარკოტიკები რეალიზატორებთან არ ხვდება ჭიათურის მაღაროდან. ის კვეთს სახელმწიფო საზღვარს, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ქვეშაა, შემდეგ ხვდება კონკრეტულ პირებთან, რომლებიც წინასწარ აპრობირებული სქემის მიხედვით ანაწილებენ მათ რეალიზატორებთან, გაყიდვის შემდეგ რეალიზატორებიდან ფული ხვდება ისევ ამ პირებთან და ფული ორგანიზებულად გადის ქვეყნიდან ან ნაღდი ფულის სახით კვეთს ისევ სახელმწიფო საზღვარს ან საბანკო სისტემის მეშვეობით ხდება გადარიცხვა.
როცა სახეზეა სამთვიანი ოპერაცია მთელი ამ სქემის მონაწილე პირები უნდა დაიდოს სახელმწიფოს მიერ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ შეუძლებელია ამ სქემამ იმუშაოს კონკრეტული პირების ,, დაკრიშვის” გარეშე. კადრებიდანაც ჩანს, რომ რეალიზატორები ყოველგვარი ზედმეტი სიფრთხილის გარეშე ყიდიან ნარკოტიკს შენობაში თუ შენობის გარეთ.

3.როცა ამბობ, რომ ღამის ცხოვრება უნდა განავითარო ქალაქში და კლუბი ამ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ღამე ფეხბურთს და კალათბურთს არავინ თამაშობს. ამ დროს უნდა იცოდე, რომ კლუბი წარმოუდგენელია ამ კომპონენტის გარეშე და ამ დროს, სახელმწიფო თვალს ხუჭავს კლუბებში ნარკოტიკების რეალიზაციაზე.
სხვაგვარად ამა თუ იმ სივრცეში ცეკვას დისკოტეკა ქვია და არა კლუბი. და ღამის ცხოვრებას კიდე სამსახურიდან მოსული დაღლილი მოქალაქეები არ ეწევიან, რომლებიც მეორე დილით 9-ზე სამსახურში უნდა იყვნენ.

ასე, რომ თანმიმდევრული უნდა იყოს ყველა პოლიტიკოსი და არაპოლიტიკოსი, რომელიც ნარკოტიკის ლეგალიზებას ითხოვს და თქვას, რომ გასაღებად ლეგალური უნდა იყოს და ხმარებიდან ამოიღოს სიტყვა ბარიგა, თითქოს ბარიგა ცუდია და მოხმარება არა.

თანმიმდევრული უნდა იყოს სახელმწიფოც, ან თქვას,რომ ავითარებს ღამის ცხოვრებას კლუბებს და თვალი დახუჭოს იმაზე იქ რაც ხდება, ან თუკი ებრძვის ნარკორეიზატორებს, გამოავლინოს და დასაჯოს ამ სქემის მონაწილე ყველა პირი, დაანებოს თავი ღამის ცხოვრებახე საუბარს და თქვას, რომ ღამე არის იმისთვის, რომ უნდა გვეძინოს და სერგი გვარჯალაძის და მისი თანამშრომლების ხელფასი მოახმაროს იმას, რომ ღამე ქალაქში სიწყნარე იყოს და ძილი არავინ დაგვიფრთხოს.

დანარჩენი უკვე ჩვენი არჩევანის საქმეა.“