14 მაისი 2018 22:16 10498

„ეს კაცი, გუშინ რომ გაუბედურებულ კაიფში გვეგონა, თურმე საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა“

ინტერნეტმომხმარებელი ლაშა გოჩელაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ბოლომდე წაიკითხეთ..
ყველამ იცოდეთ ეს კაცი,გუშინ რომ გაუბედურებულ კაიფში გვეგონა და თითო სიტყვით ყველამ გავლანძღეთ,თურმე საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა, ეს საცოდავი ბიჭი ლაშა ერგემლიძე ყოფილა,რომელიც არის ალკოჰოლზე დამოკიდებული,ცხოვრობს ქუჩაში და იქ უბრალოდ მოწყალების სათხოვნელად მივიდა, წარმოდგენა არ ქონდა სად იყო და რას აკეთებდა, კარგად დააკვირდით როგორ საწყლად უყურებს პოლიციას გაკვირვებული სახით.. მოვძებნოდ,მოვუაროთ,გულში ჩავიკრათ, ახალგაზრდა ბიჭია ჯერ კიდევ შეიძლება მისი გადარჩენა..“