15 მაისი 2018 14:42 1729

„რა არ მოგეწონათ, ამდენი ერთად გამოსული დაბოლილი ახალგაზრდა თუ ის, რომ რეალობას ცხვირით შევეჯახეთ?!“

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:

„რა არ მოგეწონათ, ამდენი ერთად გამოსული დაბოლილი ახალგაზრდა თუ ის, რომ გამოვლინდა და რეალობას ცხვირით შევეჯახეთ?! ნურც იმით დაიმშვიდებთ თავს, რომ ესენი არ არიან მთელი ქვეყანა, ცდებით... სამწუხაროდ, ბევრად მეტნი არიან, ვინდრე რუსთაველზე იდგნენ...
სოციალურ ქსელში უამრავის მოსაზრება წავიკითხე, როგორ წყევლიან, ზედ უვლიან და მიწაში დებენ... გამოსავალი ეს არის?! მარტო ეს შეგვიძლია?! აი, ასეთი მიდგომის და გულგრილობის, აგრესიის გამო აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში... დიახ, ეს მდგომარეობაა, რომელიც შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ძალიან ძნელად... შეცვლისთვის კი მოტივაცია სჭირდებათ, რომელსაც არ ვიმეტებთ დაღუპული თაობისთვის, გვენანება თბილი სიტყვა და ბოლომდე თავგაწირვა... 
ისინი ჯერ უყურადღებობით დაავადნენ, მერე კი ნარკოტიკებსაც მიეძალნენ... ახლა კი გვიმტკიცებენ, თუ ასე შეგსტკიოდათ გული, რატომ თავის დროზე არ გვაქცევდით ყურადღებას?!
ნაწილი ბილომდე მიშვებული იყო, მეორე ნაწილი და ზედმეტ, უაზრო, არაფრის მომცემ სიმკაცრეს გაექცა და ბოლომდე აიწყვიტა.. 
დღეს ისევ ვდგავართ და პილატე პონტოელივით ხელს ,,დაავადებულებს" ვახოცავთ... თუ ეს საუკეთესო გამოსავალია, დავდგეთ და ყველაფერი გადავაბრალოთ... თუ არა, ჩვენი დანაშაულიც ვაღიაროთ და მათთან ერთად გამოვასწოროთ... დანაშაულის აღიარება სისუსტე არა, ღირსებაა... თუმცა, სადღაა ღირსებაც... ყველა სფეროში უღირსები ბოგინობენ... 
ეს ის თაობაა, რომელიც ჩვენგან ჭკუის დარიგების შესაბამის ცხოვრების წესს ითხოვს... 
ჟან ჟაკ რუსო გვმოძღვრავს, როგორ აღვზარდოთ შვილი, მაგრამ მას შვილი არასდროს ჰყოლია... 
ჩვენ გვესმის არ გვესმის, ვიცით არ ვიცით, სხვას ვასწავლით... ამ ,,სწავლებამ" კი ეს შედეგი გამოიღო... 
ეს ახლაგაზრდები, მოზარდები სახლიდან, ეკლესიიდან, სკოლიდან, სახოგადოებიდან აგრესიას გაექცნენ და თავის შველის მიზნით თავი უარესად დაიღუპეს... 
ისევ დგახართ და ყვირით, თურმე მათი ბრალია ყველაფერი...
აკაკის ,,გამზრდელი" მაინც გაიხსენეთ-,,სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ"... 
გვინდა დაღუპული თაობა გამოსწორდეს?! მაშინ ჯერ ჩვენ გამოვსწორდეთ...“