15 მაისი 2018 19:44 1323

„მიცვალებულის დაკრძალვის ასეთი წესი, არავის დასაცინი და სამასხარაო არ არის!“

კობა დავითაშვილი სოციალურ ქსელში მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის დადგენილებას ეხმაურება:

„ძვირფასო მეგობრებო, თუ ზუგდიდის საკრებულომ მიიღო მიცვალებულის დაკრძალვის ისეთი წესი, რომელიც იმ კუთხის ტრადიციებს ითვალსწინებს, ეს არავისი დასაცინი და სამასხარაო არ არის! აღმოსავლეთ საქართველოში რომ ხაშლამიანი ქელეხი იციან (მათ შორის შუა მარხვაშიც) ლიხს იქიდან ეგეც ცუდად ჩანს, მაგრამ მე ქართლ-კახელების მასხრად აგდება ამის გამო მეგრელებისგან არ მომისმენია! საქართველოს ერთიანობას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება და ეს სხვადასხვა კუთხის შვილებმა უნდა გავაკეთოთ ურთიერთპატივისცემითა და ტაქტით! მითუმეტეს სამეგრელო ჩვეულებრივი კუთხე არ არის, ის უძველესი და ყველა ქართველისათვის საამაყო კოლხეთის შთამომავალია და ასევე უძველესი იბერიის შთამომავალ ქართლთან ერთად ერთიანი საქართველოს დამფუძნებელი ფარნავიზისა და ქუჯის დროიდან!“