15 მაისი 2018 20:22 806

„აფუთფუთდით ყბადაღებული „თავისუფლებით“ გამსჭვალულო ფარისევლებო?“

მწერალი მერაბ შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„კი მაგრამ, ე. წ. „თეთრი მოძრაობის“ მიტინგი ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა არ იყო?..
კი მაგრამ, მოთხოვნა: დაუყოვნებლივ გადადგეს ქვეყნის პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ხელისუფლების ჩამოშლის მიზანს არ ემსახურებოდა?..
კი მაგრამ, არ არის საინტერესო, ვისი პოლიტიკური ძალის მოსვლას ითვალისწინებდა ხელისუფლების სათავეში, არსებული ხელისუფლების ჩამოშლის შემთხვევაში?.. 
კი მაგრამ, ნარკოლიბერალიზაციის მოთხოვნა და ჩატარებული სპეცოპერაციით გადამეტებული უფლებამოსილებისათვის დასჯისმოთხოვნა, არ განსხვავდება იმ მოთხოვნებისგან, რასაც თავშეყრილი მომიტინგეები აჟღერებდნენ?
კი მაგრამ, ბოლო პერიოდში სოციალურ სიდუხჭირესა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე ალაპარაკება მომიტინგეთა მხრიდან, პოლიტიკური მიზანის შემცველი არ გახლდათ?...
კი მაგრამ, კონტრაქციის მონაწილენი ფაშისტები არაიანო, რომ გაჰყვიროდნენ და ამასვე გაიძახოდნენ TV-პირველის ტელეეთერიდანაც, ეს დაპირისპირების გაღვივებას არ თვალისწინებს და ამას ტელევიზია ხელს უნდა უწყობდეს?..
კი მაგრამ, ჩვენ მართლა უნდა გვეგონოს, ეს მიტინგი ნარკოლიბერალიზაციის დამკვიდრებასა და თავისუფლების შეზღუდვის აკრძალვას ემსახურებოდა მხოლოდ?..
კი მაგრამ, TV-პირველის ტელე-პროპაგანდა, გულის ამაჩუყებელი ლოზუნგებით აპელირება და „გათეთრება“ მომიტინგეთა აგრესიულობის, „ვიდრე არ შევცემთ ამ ხელისუფლებას“, „დედას მოვუტყნავთ“, ლოზუნგები: „კალაძე შე ყლეო“ (ბოდიშს ვიხდი, როგორც პერსონის, ასევე თქვენს წინაშეც) ამ ყველაფრის მიჩქმალვა ამდაგვარი ტელევიზიებისგან, არეულობის პროვოცირება და წახალისება არ არის?
კი მაგრამ და, კიდევ კი მაგრამ!..
სიმართლე რატომ გინდათ აქციოთ ცრუ-სიმართლედ და დაამახინჯოთ?!
ე. ი. გამოდის, სიმართლე მხოლოდ „თეთრი მოძრაობის“ მხარესაა?..
აფუთფუთდით ქვეყნის მტრებო?..
აფუთფუთდით ყბადაღებული „თავისუფლებით“ გამსჭვალულო ფარისევლებო?..
ეს ის თავისუფლებაა ნაცმოძრაობის რეჟიმმა რომ შემოგვთავაზა და ბევრ თქვენგანს აგემა?..
მოგენატრათ, მოგწყურდათ?...“