16 მაისი 2018 03:11 2332

„უკვე მეორე ღამეა რუსთაველზე ჯგუფ–ჯგუფად დადის ჯაჭვებით მოკაზმული ჯოგი!“

ირინა სარიშვილი წერს:

„უკვე მეორე საღამო და ღამეა რუსთაველზე ჯგუფ–ჯგუფად დასეირნობენ მკლავებზე, წელზე და ყელზე ჯაჭვებით მოკაზმული მარშელები და ე.წ.ნეონაცისტთა ჯოგი! 
მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს: 
აქციის დროს თქვენი სამსახური შემოიფარგლა იმით რომ ხელით აკავებდნენ გავეშებულ ველურებს, რომლებიც მშვიდობიანი აქციისკენ იწევდნენ უშვერი გინებით და მუქარებით და სწორედ ამ ფონზე ჩაატარეთ "მოლაპარაკებები" აქციის ორგანიზატორებთან; 
ორკების ღია მუქარა ისმოდა ყველგან, მათ შორის სატელევიზიო ინტერვიუებში, თიმცა არც მაშინ და არც მერე სამართალდაცავ ორგანოებს ამაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია, რაც ძალიან უცნაურია მეტი რომ არ ვთქვა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც თქვენ ღამის კლუბებში ჩაატარეთ; 
აქციის დაშლის შემდეგ იგივე ჯოგი დასეირნობს რუსთაველზე და იქცევა ძალიან გამომწვევად, ცხადია, ხალხის დაშინების მიზნით.

ბატონო შინაგან საქმეთა მინისტრო! აპირებთ თუ არა ამ ადამიანების სიტყვებზე და საქციელზე რეაგირებას, რაც თქვენს პირდაპირ მოვალეობაში შედის? 
ვინ აგებს პასუხს თუ ეს ჯოგი ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებს მშვიდობიან ადამიანებს უკვე აქციის დაშლის შემდეგ? 
ქუჩებში ღიად, გამომწვევად, განსაკუთრებით ღამის საათებში დათარეშობენ ზუსტად ისინი, ვინც აქციის დღეებში ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს და მათ მხარდამჭერებს! 
თქვენი ვალია პასუხი აგებინოთ ყველას, ვის მოწოდებაშიც და საქციელშიც არის ძალადობა. 
ბატონო მინისტრო! თუ თქვენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს არ მიიღებთ, სრული უფლებ მაქვს ვიფიქრო, რომ ეს ჯოგები სწორედ თქვენი სტრუქტურის შექმნილია თქვენი ხელისუფლებისთვის არასასურველი პოზიციის მატარებლ ადამიანთა დასაშინებლად და იმ აქციაზეც თვქენ მიიყვანეთ რათა ამ წნეხის ქვეშ გქონოდათ "მოლაპარაკებები" აქციის ორგანიზატორებთამ! 
კატეგორიულად მოვითხოვთ ალაგმოთ ძალადობა! წინააღნდეგ შემთხვევაში თბილისში მშვიდობიანი მოსახლეობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.
ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით: ეს ორკები აპირებენ ადამიანთა დევნას ქუჩებში, სახლებთან, რასაც ძალინ ცუდი შედეგები მოყვება და ეს თქვენც კარგად იცით. თქვენი უმოქმედობით ნუ დატოვებთ ისეთ შთაბეჭდილებას თითქო ეს მოძალადეები იმ საქმეს აკეთებენ რისი გაკეთებაც ხელისუფლებას სურს და სწორედ ამიტომ არიან დაუსჯელები! 
მერე ბოდიში ვერ გიშველით! 
იმოქმედეთ სანამ გვიან არ არის!“