16 მაისი 2018 04:08 2026

„გალერიშიც“ დავდივარ და ევროპის ისეთ კლუბებში და ფესტივალებზე, რომ არც დაგესიზმრებათ!!!“

სამოქალაქო აქტივისტ მელორ ვაჩნაძეს კომპრომატად სოცალურ ქსელში კლუბ „გალერიში“ გადაღებული ფოტოები გამოუქვეყნეს. მელორ ვაჩნაძე პასუხობს:

„ეს ხალხი ან იდიოტია)))

არავისი მხარდამჭერი არ ვარ!!!

ნაცისტებს და მოძალადეებს საერთოდ ვ...

გალერიშიც დავდივარ რომ მინდა, მტკვარზეც, ფორჯიბითზეც და ევროპის ისეთ კლუბებში და ფესტივალებზე რომ არც დაგესიზმრებათ!!!

მარშის წევრობა არ ტეხავს მაგრამ არ ვარ!!!

ჩემი უახლოესი მეგობრები არიან და მე ხალხთან პოლიტიკური კუთვნილებით ან სოციალირი მდგომარეობით არ ვმეგობრობ!!!

ვარ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ქართველებს შორის!!!

რადიოშიც მიმუშავია და ტელევიზიაშიც და კარგადაც მახსენდება ის დრო)))

იმდენი მაქვს "ნაგულავები" ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ ქვეყნის და ოჯახის სიყვარულს არსად არ ვივიწყებ!!!

რუსი ოკუპანტია მაგასაც გეტყვით!!! მაგათი...)))

რუსთაველზეც იმიტომ ვიყავი რომ სიტუაცია რითიც შემეძლო განმემუხტა!!!

მაგარამ შევებრძოლები ყველას ვინც ქვეყნის იმიჯს აზარალებს და განძრახ აზიანებს საერთაშორისო დონეზე!!! ვინც ეწევა ნარკომანიის პროპაგანდას და ითხოვს არა დეკრიმინალიზაციას არამედ ლეგალიზაციას!!! ვინც იცავს ნარკორეალიზატორებს "ბარიგებს"!!! ვინც მართულია მოძალადე პოლიტიკური ძალისგან და რევოლუციით იმუქრება!!! ტელევიზიები რომლებიც არატრადიციული ორიენტაციის და გარყვნილების პროპაგანდას ეწევა და იტყუება თითქოს მათზე ვინმე ძალადობს!!! ვგმობ გმირების ხსოვნის ან მათი მემორიალის შეურაცხყოფას!!! ვებრძვი სახელმწიფოს და პოლიციის მხრიდან ძალადობის ნებოსმიერ გამოვლინებას!!! და უამრავი რამ რაც ჩვენს ქვეყანას აზიანებს!!! არცერთი საქართველოს მოქალაქე არაა დასაკარგი!!!

P.შ. იმედია გაიგეთ ჩემი პოზიცია და თუ ვერ გაიგეთ მოვა დრო და გაიგებთ))) მეც დამიშვია ცხოვრებაში შეცდომები და მეც გადამიზედმეტებია, მაგრამ უკვე ძალიან დამღალეთ)))) აწი მე არავის არაფერი აღარ ავუხსნა ))))

თქვენი მეგობარი: მ.ვაჩნაძე