16 მაისი 2018 22:10 30739

„ბელგიის სამეფოში, ზე-ლიბერალურ ქვეყანაში, მარიხუანას მოწევა თავშეყრის ადგილებში 8 000€-დან 800 000€- მდე ისჯება!“

ბელგიის სამეფოში მცხოვრები, ორგანიზაცია „ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებელი ანა ბალამწარაშვილი წერს:

„ბელგიის სამეფო,შემიძლია ვთქვა რომ არის ზე-ლიბერალური ქვეყანა,აქაც კი არ არის მარიხუანა ლეგალიზებული,ამიტომაც ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებ და ვუსმენ იმ ადამინებს ვინც ევროპას და ევროპელებს რაღაცეების მათთვის სასურველის შემთხვევაში ბრალს სდებს ზეწოლაში!
ტყუილია და აბსურდი არავინ არაფერს არ აძალებს არავის! მით უმეტეს ევროპა!
ბელგიაში მარიხუანას გამოყენება და რა თქმა უნდა გაყიდვაც დანაშაულია!

10მლ გრამზე მეტის მოხმარება პირველ ჯერზე ისჯება 120€-250€- მდე ჯარიმით!
მეორე შემთხვევისას 200€-400€-ს ფარგლებში,თუ მეორე გაფრთხილების შემდეგ ერთი წლის ვადაში ისევ დაგააკავეს გადაცდომაზე მაშინ 8 დღე ციხე და პლიუს 400€-800€ მდე ჯარიმა,რა თქმა უნდა სასჯელი იმის მიხედვით ისჯება როგორი თანმიმდევრობაც ააქვს დანაშაულს!
საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა და სხვა ადამიანებისთვის ამის გამო დისკომფორტის შექმნა ისჯება 8 000€-დან 800 000€- მდე!
2010 წლის 1 ოქტომბრიდან ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში გამოცხადებულია ნულოვანი ტოლერანტობა!!!!!!
კანონი ყველასთვის ერთია და არა შერჩევითი!“