17 მაისი 2018 21:11 11622

„ჩემი ინვალიდის ეტლით მივალ იქ და დავიცავ მათ უფლებებს!“

კობა დავითაშვილი წერს:

საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს პირის დაკავებას ჯერარჩადენილი სამართალდარღვევის გამო! ამიტომ მოვითხოვ ყველა იმ პირის გათავისუფლებას ვინც დააკავეს რუსთაველზე! ეს არის დაკავება შეხედულებების და არა ქმედებების გამო იმ პირთა, ვისაც არ აღმოაჩნდა უცხოელი დამცველები! ვინაიდან მოქმედი ა ს ო-ები არ აპირებენ მათი უფლებების დაცვას, ჩემი ინვალიდის ეტლით მივალ იქ და დავიცავ მათ უფლებებს!“