11 ივნ 2018 20:05 2013

„ნაცმოძრაობის“ ნაცემ წევრზე ექიმმა პირდაპირ ასე თქვა - მეტი უნდა ექნათო!“

ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი რუსუდან ცირეკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ინგოროყვას კლინიკის ხელმძღვანელს გოჩა ინგოროყვას მიმართავს:


„გოჩა, შენს კლინიკაში ამწუთას იმყოფება ჩემი მეგობარი, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო კვიტაიშვილი.

შემოიყვანეს დაზიანებებით და სავარაუდოდ ტვინის შერყევით. დღეს რამდენიმე საათის წინ რუსთაველზე, შვილმკვდარი მამების სარალიძის და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერების დარბევის შემდეგ, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ ვითარების გასარკვევად.

დანარჩენი, ანუ ის, როგორ იძალადა პოლიციამ პოლიტიკოსებზე და უბრალო ადამიანებზეც მთელმა საქართველომ პირდაპირ ეთერში იხილა.

ნინოზე , პოლიტიკოსზე, გაწონასწორებულ ადამიანზე და უბრალოდ სიფრიფანა, სუსტ ქალზე პოლიციამ იძალადა, რის შემდეგაც იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოიყვანა შენს კლინიკაში- რჩევა, მანდ მოსულიყო, მე მივეცი, რასაც ახლა ძალიან ვნანობ. !

ექიმმა, ტრავმატოლოგმა მამაგეიშვილმა გამოუცხადა, რომ მეტის ღირსია !!!. სიტყვასიტყვით ეს ასე ჟღერდა- " მეტი უნდა ექნათ" !

ჰოდა კოლეგავ, ახლა გეკითხები - არის თუ არა ასეთი პროფესიის შემარცხვენელი ექიმის ადგილი შენს კლინიკაში !!!

ჯერ შენ გეკითხები, მერე სხვა კოლეგებსაც ვკითხავ და მერე მოსახლეობასაც !!!“- წერს „ნიუპოსტი“