12 ივნ 2018 18:41 636

რა განიხილეს უმრავლესობის სხდომაზე

“ქართული ოცნების” ოფისში დაახლოებით, 3 საათის შემდეგ, უმრავლესობის სხდომა დასრულდა. როგორც ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, საუბარი არ ყოფილა სამთავრობო ცვლილებებზე.

მისი თქმით, მსჯელობა მიმდინარეობდა გაეროს ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგებზე, მოსახლეობის კეთილდღეობის შესახებ.

“ჩვენ ვიმსჯელეთ გაეროს ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგებზე. ამასთან დაკავშირებით იყო განხილული მთელი რიგი საკითხები. ჩვენი თანამოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი დგას იმ პრობლემების წინაშე, რაშიც მთავრობის მოქმედების გეგმა საჭიროა, ველოდებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ხელისუფლებისგან.

"უმრავლესობის სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ ყველა მიმდინარე საკითხი, რაც ქვეყანაში მიმდინარეობდა. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებების საკითხს, არ ყოფილა დღის წესრიგში განხილვის საგანი. შესაძლოა, ზოგიერთ დეპუტატს აქვს მოსაზრება ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ამ საკითხზე განხილვა არ ყოფილა”- აღნიშნა თალაკვაძემ.

დღეს, მთელი დღის განმავლობაში მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და 4 მინისტრი გადადგებოდა.