12 ივნ 2018 19:10 5511

(ვიდეო) „ვიზებისთვის ფული გამოგვართვა და დატყდა“ - ირაკლი ყიფიანს თაღლითობასა და ფულის მითვისებაში ადანაშაულებენ

რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარე, ირაკლი ყიფიანი თაღლითური სქემის ორგანიზებაშია მხილებული.

ამბავი ასე დაიწყო, დამიკავშირდა ახალგაზრდა კაცი ერთ-ერთი რაიონიდან, რომელსაც არ ვიცნობდი, მითხრა, რომ ჩემს ძმებს იცნობს და სხვას ვერავის ეუბნება, თუ რა შეემთხვა, მოკლედ ვინმე ირაკლი ყიფიანმა რომელიც სოცქსელით უკავშურდებოდა,  დაიბარა თბილისში მას რუსეთში წასასვლელი ვიზის ფული და პასპორტი  გამოართვა და ამის შემდეგ ირაკლი ყიფიანთან დაკავშირება ვერ შეძლო, არც სოცქსელში არც ტელეფონებზე ეს კაცი არ იძებნებოდა. მომწერა ირაკლი ყიფიანის ნომერ,ი რომელიც დღემდე გათიშულია, გადმომიგზავნა მათი მიმოწერის ე.წ სქრინები, სადაც ყიფიანი მასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა სად ჩაერიცხა ფული და სად მიეტანა პასპორტი.

ვურჩიე სარჩელი შეეტანა, ასევე ის რომ გაეხმოვანებინა ფეისბუქზე, ნუ როგორც მის პოსტებს შევხედე ამ ბიჭმა ზედმეტადაც კი მოიკითხა ყიფიანი  და ჟურნალისტებით დაემუქრა, მეორე თუ მესამე დღეს მისთვის დაურეკიათ ირაკლი ყიფიანის სახელით და უთქვამთ, რომ მისულიყო და დაუბრუნებდნენ ფულს და პასპორტს, ეს ბიჭი უკვე სოფელში იყო წასული და ისევ მე მთხოვა დახმარება, მოკლედ ველაპარაკე ამ შუამავალს, ვინმე ზურას და მას შევხვდი სულხან საბას ქუჩაზე. მითხრა რომ ირაკლი ყიფიანის მეგობარია და რომ ირაკლი ამჟამად მოსკოვში იმყოფება.  მე ყოველშემთხვევისთვის კამერა ჩავრთე და ეს პიროვნება, სავარაუდოდ თაღლითური ჯგუფის მონაწილე კადრებში კარგად ჩანს (იხ. ქვემოთ ვიდეო)  

შემდეგ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ირაკლი ყიფიანის ფოტოები მეტად უხერხული მოწოდებით და იქვე პოსტებში და კომენტარებში განმარტავდნენ რომ მან ათობით ადამიანი მოატყუა და ვერ პოულობენ, გამოართვა 300 -300 ამერიკული დოლარი ვიზისთვის პასპორტები და დაიკარგა. 

ერთ- ერთის თქმით ირაკლი ყიფიანს ფსბ ს აგენტად მოიაზრებდნენ, იმასაც კი ამბობდნენ ფსბ ში დაიწყო მუშაობაო, მოკლედ საეჭვოდ ტრიალებდა რუსეთში ქართული დიასპორის ირგვლივ და ამბებს და ინტრიგებს ხლართავდა, ახლა სადაა არავინ იცის, პუტინისტ, სტალინისტიაო და ბოლოს პირწავარდნილი თაღლითი აღმოჩნდაო. 

მეორე მისი ნაცნობი გ.მ. ყვება, რომ მისი ბრალია ნაწილობრივ რომ ასე მოხდა, -რესტორანში ვიყავით მე და ირაკლი, თბილისში, აქ შეგვხვდა ვალერი ნადირაშვილი  მეუღლესთან და დასთან იყო, პირველად ნახა ისინი და რაღაც საეჭვოდ დაუახლოვდა და ცალკე რომ ელაპარაკებოდა რუსეთის ვიზებზე ყური მოვკარი, ახლა ირკვევა, რომ მათთვის უთქვამს 300 დოლარად გავაკეთებ ვიზებს ოღონდ სულ ცოტა 10 კაცი უნდა მომიგროვოთო, მოკლედ წაუღია ეს თანხა პასპორტები და ეძებენ, ჩივილით იმიტომ ვერ უჩივიან, რომ ვიზის მოსურნეებიდან ზოგიერთი თანამდებობის პირია და გახმაურება არ აწყობთ. 

- ი. ბ. ს რატომ დაუბრუნეს თანხა, მისი პასპორტი და ფული მე გადმომცეს

- იმან აუქოთა ფეისბუქი, მეც ვნახე, ჟურნალისტებით და ხმაურის აგორებით დაემუქრა და ეტყობა სკანდალის შეეშინდა  ან იმის რომ ამ ი.ბ.ს სარჩელი არ შეეტანა მის საწინააღმდეგოდ.

- მითხრეს მოსკოვშიაო

- გამორიცხულია, თბილისში იმალება სავარაუდოდ, თქვენ რომ მის მეგობარს შეხვდით, შეიძლება სადმე იქვე ახლოს იყო, აბა პასპორტი რა, მოსკოვიდან გადმოაგზავნა ? 

რაც შეეხება ვალერი ნადირაშვილს ვინც რესტორანში გაიცნო და ხალხი მოაძებნინა ამბობს, რომ კიდევ ცოტა ხანს აცდიან და აძლევენ დროს:

 

 "ვეხვეწები ტიპს რო მარტო პასპორტები დამიბრუნოს ხალხის და არ აბრუნებს " 

 ყველაზე საინტერესო ისაა , ეს მრავალმხივი ნიჭით დაჯილდოებული ირაკლი ყიფიანი ლიტერატურულ და ჟურნალისტურ წრეში პლაგიატორობაში მხილებული და  კაიხნით მიმალვის შემდგომ მონანიებულ-ნაპატიებიც აღმოჩნდა, აი რას წერს პალიტრა-მედიის ჟურნალისტი როლანდ ხოჯანაშვილი მასზე : 

"როგორც ვიცი, ამ ახალგაზრდას ჰქვია ირაკლი ყიფიანი (მე ასე გამეცნო ადრე).

მე და ჩემი მეგობრები ვეხმარებოდით, ვუქებდით ლექსებს და ენების ცოდნას...

არც მე, არც ჩემს მეგობრებს მისი არაფერი არ გვჭირდებოდა, არც მაშინ, არც სამომავლოდ. ვეხმარებოდით იმისთვის, რომ წინ წასულიყო! ნიჭი მართლა არ აკლდა, მაგრამ ერთხელაც მისი წიგნის გამოსაცემად ვემზადებით და ვუთხარი, რომ გამოეგზავნა ლირიკის ელექტრონული ვერსია და მე დავარედაქტირებდი... ტექსტებს ერთ გვერდზე „გადმოჰყვა“ და მაშინვე მივხვდი, რომ პლაგიატორთან მქონდა საქმე! მოვძებნე ბადრი შუბლაძე და ის ფაქიზი ლირიკა, რომელიც ყიფიანის მეგონა, აღმოჩნდა ბადრი შუბლაძის (ოღონდ არა იმ ბადრისი, საცირკაოდ რომ ეპატიჟება ხოლმე ქართული ტელემედია). 

ეს ვუთხარი მას და შევარცხვინე! ამის გამო ის თავისივე ლიტერატურულ საღამოზე არ მივიდა, რადგან შეეშინდა, ან შერცხვა და გადაიკარგა. გავიდა თვეები და მომივიდა წერილი დიდი ბოდიშით, რომ ის შეცდა და გული გვატკინა იმ ადამიანებს, ვისაც მისთვის მხოლოდ კარგი გაგვიკეთებია!

ერთი წუთითაც არ მინანია ის შრომით აღებული თანხა, რომელიც მიჩუქებია მისთვის (ასევე, ჩემს მეგობრებსაც). ჩვენ ვთვლიდით, რომ ადამიანს ვუწყობდით ხელს. თუ არ ვცდები, აიდი ბარათის ფულიც კი მე ვაჩუქე, ეს რა სალაპარაკოა, ისიც წლების მერე!

მწერდა,  რომ მონასტერს შეაფარა თავი და თავისი უსირცხვილობის გამო წუხდა. მერე ისევ დაიკარგა და ისევ დაუწყია  თაღლითობა! 

  ვისაც გული გეტკინებათ ასეთების საქციელით, მათ გასაფრთხილებლად დავწერე ეს პოსტი. მადლობა ყურადღებისთვის"

გაირკვა, რომ იმ საღამოს მაშინ შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანიაც კურირებდა და ნამდვილი სკანდალი იყოო, როცა საღამო ჩაიშალა და ეს ვითომ ნიჭიერი ახალგაზდა პოეტი არც საღამოზე გამოჩნდა და სულაც აორთქლდა, როგორც ვხედავთ მიმართულება შეუცვლია და  ფულის შოვნის ახალი "ნიჭი" შეუძენია.

„ალია“, ლაურა აბრამია