12 ივნ 2018 19:20 873

„სხვაგან დავფრინავთ, ძვირფასო ქართველებო“

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი წერს:

„(თვალის ასახელი საკითხავი)
საქართველოს იუდა ,,პატრიოტები,, მართავენ და შესაბამისად მათი ორგანიზაციები ნაკლულებით, არასრულფასოვნებით, დაბადებიდან კომპლექსიანებით და ცინიკოსებით არის სავსე... ნეოლიბერალურმა იდეოლოგიამ, რომელიც სრულ აფსურდზეა დაფუძნებული, ვერ და არ გააერთიანა ღირსეული ადამიანები თავის რიგებში, რადგან საზოგადოების საუკეთესო და ჯანსაღი ნაწილი ვერავითარი ლოგიკით ვერ იქნებოდა ამ ვაკჰანალიის სამსახურში, რასაც ნეოლიბერალიზმი თესავს ჩვენ თვალწინ აგერ უკვე 15 წელია... არადა ამ დროის მანძილზე მილიარდები დაიხარჯა იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებაში წამოეწიათ და სასათბურე პირობები შეექმნათ სწორედ ასეთ ,,ნაკლულთა,, გასაძლიერებლად.... ისინი სპეციალურად შეირჩენ სოროსული ძალების მიერ და სწორედ მათ შეავსეს მთავრობის მაღალი ეშელონები, თუ მმართველობითი სტრუქტურები... ამიტომ მათ სამსახურში ავტომატურად ჩადგნენ ქვეყნის ძალოვანები და მედია... აფსურდის ავტორთა ძალისხმევით და დაფინანსებითვე აიდგეს ფეხი კულტურის სფეროში უნიჭო და მდარე გემოვნების მქონე ,,ხელოვანებმაც,, რომელთა ასპარეზზე გამოყრაც ასევე ხელოვნურად შეთითხნილი ნეოლიბერალური ფასეულობების დასამკვიდრებლად გახდა საჭირო. განათლების სისტემა პირველ რიგში მოხვდა ლიბერალების ზეწოლის ქვეშ და ახალ თაობებს მთლიანად შეუცვალეს ტრადიციული და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებისთვის აუცილებელი პროგრამები.... მოსწავლე ახალგაზრდობა ამ 15 წლის მანძილზე აღიზარდა ქართული სახელმწიფოსთვის სრულებით მიუღებელი საგანმანათლებლო სისტემით... 
ამის პარალელურად ლიბერალურმა რეჟიმმა მთლიანად შეავიწროვა და განდევნა ასპარეზიდან ის ჯანსაღი ძალები, რომლებსაც უნდა ემართათ და განევითარებინათ ქართული სახელმწიფოს შიდა თუ გარე პოლიტიკა, ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების შესაბამისად. ამიტომ ქართული სახელმწიფო გადაიქცა ხელოვნურ სისტემად, რომელიც ავტომატურად გახდა გარე ძალების ნების უსიტყვო შემსრულებელი და მთლიანად ამოვარდა გეოპოლიტიკური თამაშებიდან... ამიტომ როგორც საკუთარი, სახელმწიფოებრივად სასიცოცხლოდ აუცილებელი ინტერესების დამცველ ქვეყანას დღევანდელი საქართველო აღარ წარმოადგენს და ის გადაქცეულია იმპერიების სათარეშო პოლიგონად. აქედან გამომდინარე ის აურაცხელი თეთრი თუ შავი ფული, რომელიც ვითომ ქვეყნის გასაძლიერებლად შემოდის საქართველოში ხმარდება სწორედ ნეოლიბერალურ ძალებს, რომლებიც უცხო სპეცსამსახურების აგენტებად არიან ქცეულნი და ავტომატურად ანადგურებენ საქართველოს მომავალს... აი რატო ვუყურებთ ქართველები საკუთარ ქვეყანაში ლიბერალთა მიერ დადგმულ პოლიტსპექტაკლებს, რომელიც მათი ხელისუფლების შესანარჩუნებლადაა შეთითხნილი.... ეს ვაკჰანალია კი სწორედ იმ უცხო ქვეყნების ინტერესებზეა მორგებული, რომლებიც ამ გეოპოლიტიკურად ხელსაყრელი ტერიტორიის საბოლოოდ მითვისებით არიან დაინტერესებულნი და არანაირად არ აწყობთ ქართული ეთნოსის, როგორც ამ ქვეყნის ბატონპატრონის არსებობა აქ... მიტომაც მიმდინარეობს ასე დაჟინებით სერიებად და ეტაპებად დაყოფილ-გათვლილი სცენარის ხორცშესხმა რასაც ქართველების გენოციდი ქვია და ის სახეზეა მთელი სიცხადით.... ყოველივე ამას კი ჩვენივე ხელით გვაკეთებინებენ....

სხვაგან დავფრინავთ ძვირფასო ქართველებო...“