13 ივნ 2018 12:24 2197

„სინამდვილეში საქმე იმაზე ბევრად მძიმედაა ვიდრე წარმოგვიდგენია“

„კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი წერს:

„სინამდვილეში საქმე იმაზე ბევრად მძიმედაა ვიდრე წარმოგვიდგენია. ხელისუფლება ძირითადად შიდაკლანურ–კორუფციულ–მაფიოზური გარჩევებით და ძალაუფლებისთვის ბრძოლით არის დაკავებული და ყველაფერი დანარჩენი სულ ფეხზე კიდია. სიამოვნებით ვუყურებდი სეირს, თუნდაც მაგალითად იმას, რა შავ დღეშია ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც უკვე იმის ეშინია, მის მიერ შექმნილმა სისტემამ და მის მიერ გამოჩეკილმა მაფიოზებმა არ შეჭამონ და არ გადააყირავონ. ოღონდ ყველაფერი უკვე ქვეყნის სტაბილურობისთვის საშიშ ფაზაშია გადასული. ასე რომ, რა ვიცი, რა ვიცი...))“