14 ივნ 2018 00:45 1196

ვინ შეცვლის კვირიკაშვილს?

არსებულ მინისტრთა კაბინეტს გიორგი კვირიკაშვილი გადადგომის შემდეგ მოველეობის შემსრულებელთა სტატუსი აქვს. პრემიერ-მინისტრის მოავლეობას ახალი კაბინეტის დამტკიცებამდე, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი შეასრულებს.

როგორც „ალიას“ ორშაბათის ნომერში ვწერდით, კვირიკაშვილის ბედი გადაწყვეტილი იყო და მის სავარაუდო შემცვლელებად გიორგი გახარია, მამუკა ბახტაძე და მაია ცქიტიშვილი სახელდებიან. როგორც სახელისუფებო კულუარებიდან წინა კვირას გვატყობინებდნენ, მთავრობაში აღარ იქნებიან დიმიტრი ქუმსიშვილი, თეა წულუკიანი, მიხეილ გიორგაძე და მინდია ჯანელიძე. ამას გარდა, სერიოზული ცვლილებები შეეხება გუბერნატორებსაც და თანამდებობებს რამდენიმე გუბერნატორიც დაემშვიდობება.