15 ივნ 2018 02:53 5156

(ვიდეო) „ბახტაძეზე ქალაქში ჭორი დადის, რომ არის უტა ივანიშვილის გულის სწორი“

„ბახტაძეზე ქალაქში ჭორი დადის, რომ არის უტა ივანიშვილის გულის სწორი“  - ეს სიტყვები კოტე იოსელიანმა „იბერიაზე“, გადაცემა „ფაბრიკაში“ თქვა.

ამის გამო ტელეკომპანიის საინფორმაციოს უფროსი ვახო ხუზმიაშვლი განცხადებას ავრცელებს:

“მე, როგორც ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, კატეგორიალულად ვემიჯნები ჩვენი არხის ერთ -ერთი გადაცემის ეთერში ნაციონალური მოძრაობის წამომოადგენლის კოტე იოსელიანის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ და დისკრიმინაციულ განცხადებებს. ეს სცდება პოლიტიკის და ეთიკის ჩარჩოებს და არის ამორალური. ამიტომ ტელეკომპანია „იბერია“ დღეიდან უარს ამბობს კოტე იოსელიანისთვის ეთერის დათმობაზე. პრადად მე კი საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს და პირობას ვდებ, რომ მსგავსი ტიპის განცხადებების ავტორი ვერც ერთი რესპონდენტი, მმართველი გუნდიდან იქნება ის თუ ოპოზიციიდან, ვერ მოხვდება ჩვენს ეთერში“